ჩინეთში დამთავრდა H1N1 გრიპის ვაქცინის კლინიკური კვლევების წინასწარი ფაზა. ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, კვლევამ დაადასტურა პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
H1N1 გრიპის ვაქცინის კლინიკური კვლევების წარმოება კომპანია Sinovac Biotech-მა დაიწყო 22 ივლისიდან. კვლევის წინასწარ ფაზაში, რომელიც დამთავრდა 15 აგვისტოს, მონაწილეობდა 1614 მოხალისე.
შედეგების მიხედვით, პრეპარატის მიღების შემდეგ ყველა მონაწილის სისხლში დაფიქსირდა ანტისხეულების არსებობა გრიპის ახალი ვირუსის მიმართ. Sinovac-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ წარმოებული პრეპარატი მსოფლიოში H1N1 გრიპის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინას წარმოადგენს, რომელმაც წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევების პირველი ფაზა.
კომპანია Sinovac კლინიკური კვლევების ყველა ეტაპის დამთავრების შემდეგ, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გეგმავს პრეპარატის მასობრივ წარმოებას მოსახლეობის ახალ გრიპზე იმუნიზაციისთვის. კომპანიის წარმომადგენლების წინასწარი გათვლებით, ვაქცინების წარმოების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 360 მლნ დოზას მიაღწევს.
ჯანმოს მონაცემებით, 16 აგვისტოსთვის მსოფლიოში H1N1 გრიპის 227 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვი შეადგენს 2045-ს.
http://medportal.ru
2009.08.18