ჯანმომ გამოაქვეყნა H1N1 პანდემიური გრიპით დაავადებული პაციენტების ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის გაიდლაინები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოსელტამივირისა და ზანამივირის გამოყენებას დაავადების გართულებისა და სიკვდილის თავიდან აცილების, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისა და ხანგრძლივობის შემცირების მიზნით.
ამჟამად პანდემიური გრიპი მგრძნობიარეა ორივე ამ პრეპარატის მიმართ (ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები) და მდგრადია ანტივირუსული პრეპარატების მეორე ჯგუფის მიმართ (М2 ინჰიბიტორები).
მთელ მსოფლიოში პანდემიური გრიპით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება ტიპიური გრიპის სიმპტომები და მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარების მიუხედავად, სრული გამოჯანმრთელება ერთი კვირის შემდეგ.
მკურნალობის დანიშვნა უნდა მოხდეს პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კლინიკური ნიშნების შეფასებისა და კონკრეტულ თემებში ვირუსის არსებობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
ვირუსის ფართო გავრცელების რაიონებში გრიპის მსგავსი შემთხვევების დროს მკურნალობის დაწყება საჭიროა დაუყოვნებლივ, H1N1 ინფექციის შესახებ ლაბორატორიული დასაბუთების მიღებამდე.
http://www.who.int
2009.08.24