მალარიის პლაზმოდიუმი უტევს ერითროციტებს და ახდენს მათ პროგრამირებას განსაზღვრული ცილის პლაზმოპეპსინის (plasmepsin V) წარმოებისთვის. ეს ცილა წარმოადგენს პროტეაზების კლასის ფერმენტს და აუცილებელია სისხლის სხვა უჯრედებში პარაზიტის შეღწევისთვის.
პლაზმეპსინი საკვანძო ფერმენტია, რომლის გარეშე მალარიის პლაზმოდიუმი ვერ შეძლებს ახალი ერითროციტების შემბოჭველი ცილების წარმოებას. სწორედ ამიტომ იგი შეიძლება გახდეს საუკეთესო სამიზნე მედიკამენტოზური თერაპიისთვის. მეორე მიზეზი, რომლის გამო ფერმენტმა მიიპყრო ექიმების ყურადღება არის ის, რომ სხვადასხვა სახეობის მალარიის პლაზმოდიუმში აღმოჩენილია ერთნაირი პლაზმეპსინი, ანუ, ერთი და იგივე წამალი იმოქმედებს მალარიის ყველა სახეობის შემთხვევაში.
ადამიანებში პლაზმეპსინის ყველაზე ახლო ანალოგს ფერმენტი ბეტა-სეკრეტაზა წარმოადგენს. მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია შესაძლო გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანისათვის, ხოლო მსგავსება საკმაოდ მაღალი, რომ მოხდეს პლაზმეპსინის მოქმედების დამრღვევი პრეპარატების შექმნა.
დღესდღეობით მალარია, რომელიც ვრცელდება კოღოების სხვადასხვა სახეობის მიერ, ყოველწლიურად 1-დან 3მლნ-მდე ადამიანს კლავს, ძირითადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. მალარიის შემთხვევაში ადგილი აქვს ერითროციტების დაშლა, რაც იწვევს კაპილარების დახშობას და შედეგად, თავის ტვინისა და სხეულის სხვა ორგანოების სისხლისმიმოქცევის მოშლას.
http://www.abc-gid.ru
2010.02.05