logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
უსგ ტრენინგები
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
    საინფორმაციო დაფა
ახალი ამბები
სამედიცინო სიახლეები
განცხადებები ახალი
კონფერენციები, გამოფენები...
მილოცვა, მადლობა
ტერმინები და განმარტებები
სამედიცინო ინფორმაციის ძიება და თარგმნა


    ნიორი კიბოს წინააღმდეგ

მკვლევარებმა შეიმუშავეს შარდის ტესტი, რომელიც ერთდროულად ავლენს კარცინოგენული პროცესის პოტენციური განვითარების ხარისხსა და ნივრის მოხმარების მარკერს.
პატარა პილოტური კვლევის შედეგების მიხედვით, რაც მეტ ნიორს მოიხმარს ორგანიზმი, მით უფრო ნაკლებია კარცინოგენული პროცესის განვითარების რისკი.
კვლევა ეხებოდა სხეულში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ასოცირდებოდა აზოტის შემცველ ნაერთებთან. ეს პროცესები მოიცავს ნიტროზაციას, ანუ საკვებსა და დაბინძურებულ წყალში არსებული ზოგიერთი ნივთიერების კარცენოგენულ ნივთიერებად გარდაქმნას.
კვლევამ აჩვენა, რომ ზ.ა. შარდის ტესტის მიხედვით, რაც მეტია შარდში ნივრის მოხმარების მარკერი, მით ნაკლებია კიბოს განვითარების რისკი, აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი იარლ ჰარისონი (Earl Harrison).
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ საკვები ნივთიერებებით ზემოქმედება ეს ის გზაა,
რომელიც შეაჩერებს კარცინოგენების განვითარების პროცესს. ეს პროცესი, ჩვეულებრივ, ინიცირებულია ნიტრატების მოქმედებით, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურად დამუშავებული ხორცის ან მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული საკვების, ან დაბინძურებული წყლის მოხმარებასთან.
მოხმარებული ნიტრატების დაახლოებით 20% გარდაიქმნება ნიტრიტებად, ეს უკანასკნელი - ნიტროსამინებად, რომელთაგან უმრავლესობა კიბოს განვითარებას უკავშირდება.
ბოსტნეული, ასევე, შეიცავს ნიტრატს, მაგრამ, როგორც ადრინდელმა კვლევებმა აჩვენა, ამ შემთხვევაში C ვიტამინის ზემოქმედებით ტოქსიკური გარდაქმნების რისკი ნაკლებია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნიორში არსებულ საკვებ ნივთიერებებს C ვიტამინის ანალოგიური ანტიოქსიდანტური ეფექტი აღენიშნება.
კვლევა ჩატარდა პენის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მკვლევარები ურჩევენ ადამიანებს, რომ მოიხმარონ ნიორი, რადგან მას ზიანი არ მოაქვს ორგანიზმისთვის და სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

http://www.elements4health.com

2010.03.05

ინტერნეტ მარკეტი

 ეპილეფსიაახალი
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  9449, 943498 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  960505 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH)
თბილისი, 2006