ვისკონსიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ვაშლის კანში არსებულმა ანტიოქსიდანტებმა შეიძლება შეანელოს პროსტატისა და მკერდის კიბოს უჯრედების ზრდა.
მიღებული შედეგების საფუძველზე მეცნიერები ადამიანებს ურჩევენ, არ გათალონ ვაშლი, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს ამ ხილის სასარგებლო თვისებები. უნდა ითქვას, რომ კვლევათა უმეტესობამ უკვე დაადასტურა ვაშლის უდიდესი მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის. ისინი გვიცავენ გულის დაავადებებისაგან და კიბოსაგან.
უკანასკნელი ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა ნახეს, თუ რა ემართებათ კიბოს უჯრედებს, როდესაც ისინი კონტაქტში შედიან გალას ჯიშის ვაშლთან. აღმოჩნდა, რომ პროსტატისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედები უფრო ნელა იზრდებიან და ნაკლებს ცოცხლობენ მას შემდეგ, რაც მათ ”უმკურნალეს” ვაშლის კანის ექსტრაქტით. ასევე აღინიშნა ცილა მარპინის დონის მატება. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდის დათრგუნვას.
ამასთან ერთად, როგორც ცნობილია გასაყიდი ვაშლის უმეტესობა გარედან დაფარულია ცვილის თხელი ფენით, რაც უზრუნველყოფს მის დაცვას ტრანსპორტირებისას და ხანგრძლივად შენახვისას, ამიტომაც გამოყენებამდე საჭიროა ცვილის ფენის გადაფხეკა და კარგად გარეცხვა.
http://www.topnews.ru/
2010.06.11