|
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის სამსახურის უფროსი ბაჩანა ჩიგოგიძე დააკავეს.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ერთ-ერთი თანამშრომლისგან ინტენსიურად ითხოვდა ანაზღაურების თანხის ნახევრის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
http://1tv.ge
2010.07.28
|