|
გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დღეს დაბა სურამს სტუმრობდნენ.
მათ, სპეციალური აპარატურის საშუალებით, რადიაციული ფონი ადგილზე შეამოწმეს, რომელიც ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა.
გარემოს დაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დამსვენებლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დღესვე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სურამში ჰაერისა და ნიადაგის მონიტორინგიც ჩაატარეს, რაც ასევე ნორმის ფარგლებშია.
http://1tv.ge
2010.07.28
|