ცნობილია, რომ სპერმატოგენეზის პროცესების სრული ან ნაწილობრივი დათრგუნვის პირველად მიზეზს წარმოადგენს ზოგიერთი გენეტიკური ცვლილება, კერძოდ ანეუპლოიდია და ქრომოსომების სტრუქტურული ანომალიები.
აუტოსომების ტრანსლოკაცია 10-ჯერ უფრო ხშირად გამოვლინდება სტერილურ მამაკაცებში, ვიდრე ნაყოფიერებში. გამოვლენილი იქნა ასევე Y-ქრომოსომის დელეციები (Yq), რომლებიც საკმაოდ ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აზოოსპერმიის ფაქტორის (AZF) ლოკუსის მიკროდელეციებმა ან მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმატოგენეზის დარღვევა იმ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ შეუცვლელი ქრომოსომული ნაკრები.
მნიშვნელოვნად უფრო ხშირად სათესლეს განვითარების ანომალიები განპირობებულია არა გენეტიკური ცვლილებებით, არამედ ფიზიკური, ქიმიური და ჰორმონალური ფაქტორების ზემოქმედებით პრენატალურ პერიოდში. იმ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ პრენატალურად და შემდგომ ცხოვრებაში იწვევენ სპერმატოგენეზის დათრგუნვას, მიეკუთვნება შენაერთები, რომლებსაც აქვთ ესტროგენული ან ანტიანდროგენული ეფექტი.
ბოლო ათწლეულში დარეგისტრირდა მამაკაცთა სასქესო სისტემის თანდაყოლილი ანომალიების სიხშირის ზრდა, ეს განსაკუთრებით ეხება კრიპტორქიზმს (სიხშირე გაიზარდა 1,5-2-ჯერ), რომელიც ზრდის აზოოსპერმიის რისკს 5-ჯერ და მეტად და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს 30-40 წლის შემდეგ სათესლის კიბოს განვითარებას. უკანასკნელ ათწლეულში 60-80%-ით გაიზარდა ჰიპოსპადიის გავრცელება.
სათესლის კიბოს განვითარების სიხშირე მსოფლიოს მასშტაბით 200-300%-ით გაიზარდა 1940 წელთან შედარებით და 2-ჯერ და მეტად გაიზარდა 1961 წელთან შედარებით. დამახასიათებელია, რომ ის უფრო მეტად გაიზარდა იმ ქვეყნებში, სადაც აღინიშნება ეაკულატში სპერმის კონცენტრაციის ყველაზე მეტი დაქვეითება (დანია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია).
http://likari.profmed.info
2010.07.28
|