logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
უსგ ტრენინგები
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
    საინფორმაციო დაფა
ახალი ამბები
სამედიცინო სიახლეები
განცხადებები ახალი
კონფერენციები, გამოფენები...
მილოცვა, მადლობა
ტერმინები და განმარტებები
სამედიცინო ინფორმაციის ძიება და თარგმნა


    ალკოჰოლი რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება იცავს სახსრებს რევმატოიდული ართრიტისაგან. ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები პროფესორ ჯერი უილსონის ხელმძღვანელობით.
კვლევაში მონაწილეობას ღებულობდა თითქმის 2000 ადამიანი, რომელთაგან 900 მონაწილეს აღენიშნებოდა რევმატოიდული ართრიტის არსებობა. გამოკითხვით მეცნიერებმა გაიგეს მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა, ასევე, მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, რენტგენოლოგიური კვლევისა და სისხლის ანალიზის შედეგები.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პაციენტებს, რომლებიც უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარდნენ, აღენიშნებოდათ დაავადების ნაკლებად გამოხატული სიმპტომები, ვიდრე მათ, ვინც არ სვამდა ან სვამდა იშვიათად. რენტგენის სურათით გამოვლინდა სახსრების ნაკლები დაზიანება, ხოლო სისხლის ანალიზით – ანთებითი პროცესის მაჩვენებლების ნაკლები დონე. მსმელ ადამიანებში, ასევე, იშვიათად შეინიშნებოდა სახსრების ტკივილი, შეშუპება და დაინვალიდება.
არამსმელებში რევმატოიდული ართრიტის განვითარება ოთხჯერ უფრო ხშირი იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს ჟარბად მოიხმარდნენ თვეში 10 დღეზე მეტჯერ. მეცნიერთა მონაცემებით, კვლევის შედეგები ერთნაირი აღმოჩნდა კაცებისა და ქალებისათვის. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებმა დაადასტურა მოწევის პირდაპირი კავშირი რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკის ზრდასთან.
რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ეროზიულ-დესტრუქციულ დაზიანებას და ვლინდება სახსრების ტკივილით, შეშუპებით და მოძრაობის შეზღუდვით; ფილტვების, პერიკარდის, პლევრის, სკლერის, ასევე, მყესებისა და კუნთების დიფუზური ანთებით.
რევმატოიდულ ართრიტს თანდათანობითი პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს, რომელსაც ენაცვლება რემისიების პერიოდები. ეს დაავადება აღენიშნება მოზრდილი მოსახლეობის 1%-ს, რომელთა რიცხვი მუდმივად მატულობს.

http://medicine.newsru.com

2010.07.29

ინტერნეტ მარკეტი

 ეპილეფსიაახალი
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  9449, 943498 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  960505 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH)
თბილისი, 2006