logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
უსგ ტრენინგები
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
    საინფორმაციო დაფა
ახალი ამბები
სამედიცინო სიახლეები
განცხადებები ახალი
კონფერენციები, გამოფენები...
მილოცვა, მადლობა
ტერმინები და განმარტებები
სამედიცინო ინფორმაციის ძიება და თარგმნა


    ჯანსაღი საკვები შეიძლება არც ისე ჯანსაღი აღმოჩნდეს

ექსპერტები გვაფრთხილებენ: მრავალი ადამიანი, რომელიც იწყებს სწორ კვებას, ვერ აცნობიერებს შესაძლო რისკებს. ტრადიციულად დიეტოლოგები გვირჩევენ, შევიტანოთ ჩვენს რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული. ამ დროს ბევრმა არ იცის, რომ ჩვეულებრივი კომბოსტო, სალათი-ლატუკი, ბრიუსელის კომბოსტო და ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებას - გოიტროგენს, რომელიც თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას და იწვევს ორგანიზმში იოდის ცვლის დარღვევას. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, საბედნიეროდ, ეს ბოსტნეული არ შეიცავს დიდი რაოდენობით ძლიერ ტოქსინებს.
ჩვეულებრივ, ბოსტნეულზე ალერგია თითქმის არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიცავს ტოქსინებს, რომლებსაც შეუძლიათ, თავის მხრივ, ალერგიის გამოწვევა. მაგ. ასეთია პომიდორი, ბადრიჯანი, შავი წიწაკა. რაც შეეხება სიმწვანეშეპარულ ან ამოსულ კარტოფილს, ის შეიცავს ალკალოიდებს ჩაკონინსა და სოლანინს, რომლებსაც შეუძლიათ შაკიკისა და ძილიანობის გამოწვევა.
დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ მივირთმევთ ბოსტნეულს. მაგ. საკვებად უმი ბოსტნეულის მიღება საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან მის ზედაპირზე შეიძლება აღმოჩნდეს პათოგენური ბაქტერიები - E.coli და სალმონელა. ეს ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკს.
ტოქსინები შეიძლება აღმოჩნდეს ხილშიც. გარგარი და ქლიავი იწვევს ოსმოსურ დიარეას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა. ტოქსიური ნივთიერებების გამოვლინებას ხელს უწყობს ტემპერატურის ცვალებადობა, დაბალი pH, წყლის დაბალი შემცველობა, შენახვის არასწორი პირობები. ამას ემატება ინსექტიციდები და სასუქი.

http://Medicine.newsru.com

2010.07.30

ინტერნეტ მარკეტი

 ეპილეფსიაახალი
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  9449, 943498 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  960505 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH)
თბილისი, 2006