იაპონური პრესა იუწყება, რომ მკვლევართა ჯგუფმა კიოტოს უნივერსიტეტიდან შეიმუშავა უსაფრთხო ღეროვანი უჯრედების წარმოების მეთოდი.
ტრადიციულად გამოზრდილი ღეროვანი უჯრედების საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთი ძირითადი გენი ასტიმულირებს არაკონტროლირებად უჯრედულ დაყოფას, რაც ქმნის სიმსივნური დაავადების განვითარების საფრთხეს. იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს შეეცვალათ ეს მნიშვნელოვანი გენი სტრუქტურულად მსგავსი გენით, მაგრამ წინამორბედისათვის დამახასიათებელი სახიფათო თვისებების გარეშე.
ტექნოლოგიის ეფექტურობა დაამტკიცა ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსტპერიმენტმა. იმ თაგვების 70%, რომლებსაც გადაუნერგეს ძველი მეთოდით გამოზრდილი ღეროვანი უჯრედები, დაბადებიდან 400 დღის გასვლის შემდეგ უკვე დაავადებულნი იყვნენ ავთვისებიანი სიმსივნით. ამავდროულად, იმ თაგვებს, რომლებსაც შეუყვანეს ახალი ტიპის ღეროვანი უჯრედები, ავთვისებიანი სიმსივნე არ გამოუვლინდათ დაბადებიდან 700 დღემდე.
ღეროვანი უჯრედების დამახასიათებელი თვისებაა მათი უნარი, განიცადონ ტრანსფორმაცია პრაქტიკულად ორგანიზმში არსებულ ნებისმიერი სახის უჯრედად. თანამედროვე მედიცინა დიდ იმედებს ამყარებს ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე. მოსალოდნელია, რომ მათი დახმარებით უკვე უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ოპერაციების ჩატარება დაკარგული ორგანოების შესაცვლელად, რომლებსაც ”გამოზრდიან” პაციენტის ღეროვანი უჯრედებიდან.
http://Ami-tass.ru
2010.07.30
|