გავრცელებულ ინფექციებს და პრეპარატებს ხანდაზმულ ასაკში გონების დაბინდვისა და დელირიოზული სინდრომის განვითარების პროვოცირება შეუძლიათ. ეს სინდრომი კი დემენციის განვითარების რისკს რვაჯერ ზრდის.
აღნიშნული სინდრომი, რომელიც ანტიდეპრესანტების, ტკივილდამაყუჩებლებისა და სედატიური საშუალებების მიღების შედეგად გამოვლინდება, ჰოსპიტალში მოთავსებული ხანდაზმული ასაკის ადამიანების, სულ მცირე, 15%-ში გვხვდება. დენიელ დევისის მიერ კემბრიჯში ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პრობლემა აქტუალური რჩება სტაციონარიდან გამოწერის შემდეგაც. მისი აზრით, სინდრომი უნდა შეტანილი იქნას იმ ფაქტორების ჩამონათვალში, რომლებიც ხელს უწყობენ დემენციის განვითარებას.
კემბრიჯის უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა 553 ადამიანში შეაფასეს მეხსიერება და აზროვნების უნარი. მათზე დაკვირვება გრძლდებოდა 10 წლის განმავლობაში. იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ერთხელ მაინც ქონდათ ზ.ა. სინდრომი, 77%-ს აღმოაჩნდა დემენცია. საკონტროლო ჯგუფიდან ჭკუასუსტობა განვითარდა მხოლოდ 33%-ში.
ამრიგად იმ შემთხვევებში, როდესაც დემენცია ვითარდებოდა მას შემდეგ, რაც ადამიანს ქონდა დელირიოზული სინდომი, დაავადების მიმდინარეობის სქემა განსხვავებული იყო ჩვეულებრივი დემენციის მიმდინარეობისაგან და არ უკავშირდებოდა დაავადების სტანდარტულ ნიშნებს. იმ შემთხვევაში, თუკი დემენცია უკვე იყო დაწყებული ამ სინდრომის განვითარებამდე, დაავადების მიმდინარეობა მნიშვნელოვნად მძიმდებოდა და უფრო მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებლები.