logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბავშვების IQ დამოკიდებულია კვების რაციონზე ადრეულ ასაკში

ადრეული ასაკის (6 თვის ასაკიდან 2 წლამდე) ბავშვების რაციონი ზემოქმედებას ახდენს მათი ინტელექტის ფორმირებაზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ადელაიდას უნივერსიტეტიდან, რომლებმაც ჩაატარეს 7000 ბავშვის მასშტაბური კვლევა.

აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ანებივრებდნენ მათ საბავშვო ფასტ-ფუდით, როგორიცაა ორცხობილები, სხვადასხვა სახის ტკბილი სასმელები, ასევე შოკოლადები და ჩიფსები, 8 წლის ასაკში დაქვეითებული ინტელექტის კოეფიციენტით (IQ) გამოირჩეოდნენ იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც სწორად იკვებებოდნენ ანუ მიირთმევდნენ ჯანსაღ საკვებს.

სწორი კვება ნიშნავს საკმარისი რაოდენების ხილსა და ბოსტნეულს ყოველდღიურად (ჯანმო-ს მონაცემებით, დღეში 5 ულუფამდე). გარდა ამისა, IQ-ტესტირების დროს არადამაკმაყოფილებელი შედეგების დემონსტრირება მოახდინეს ასევე ხელოვნურ კვებაზე გაზრდილმა ბავშვებმა, რომლებსაც აძლევდნენ დიდი რაოდენობის შაქრის შემცველ ხელოვნურ ნარევებს.

ეს აიხსნება არა იმდენად შაქრის მავნე ზეგავლენით, არამედ იმ ფაქტორით, რომ არადაბალანსებული რაციონის დროს ტვინი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს. ფასტ-ფუდი შედგება ე.წ. ”ცარიელი კალორიებისაგან”, სადაც ადგილი არ რჩება მიკროელემენტებისათვის, ფლავონოიდებისათვის და მსგავსი სასარგებლო ”ინგრედიენტებისათვის”, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნატურალური და მცენარეული საკვები.

მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ დაბალანსებული შემადგენლობის მქონე შინ დამზადებულ საკვები, განსხვავებით სამრეწველო წარმოების პროდუქტებისაგან და ფასტ-ფუდისაგან, კეთილისმყოფელ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ინტელექტუალურ დონეზე. თუმცა ეს მოსაზრება ასე თვალნათლივ პირველად დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის ასაკის ”სიტკბოს მოყვარული” ბავშვების ჩამორჩენა IQ-ს მიხედვით მათივე თანატოლებისაგან არც თუ ისე გამოხატული იყო (საქმე ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე პუნქტს), მეცნიერები არ გამორიცხავენ იმას, რომ ეს განსხვავება ასაკის მატებასთან ერთად გაიზრდება.

http://gastronom.ru

2012.08.13


ინტერნეტ მარკეტი
ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
საქართველოს უნივერსიტეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სექსუალური ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006