ჯანდაცვის მინისტრი სფეროში არსებულ გამოწვევებზე დღეს რეგიონების მედიკოსებს ესაუბრა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა და იქაურ ექიმებს შეხვდა.
ოზურგეთში არსებული კლინიკა სადაზღვევო კომპანია "ალფას" ეკუთვნის, ეს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 55-საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.
აქ პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო, გადაუდებელი, ქირურგიული, თერაპიული, პედიატრიული, მეან-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, კარდიოლოგიური, დიაგნოსტიკური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ.
სამედიცინო ცენტრში 278 ადამიანია დასაქმებული. გასულ წელს საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია "ალფამ" 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.