რამდენად მზად იქნება სამედიცინო სექტორი სექტემბრიდან დაზღვეულთა გაზრდილი რაოდენობის მისაღებად – ამის გადასამოწმებლად ჯანდაცვის მინისტრი ადიგენის სამედიცინო ცენტრს "უნიმედ სამცხე"-ს ესტუმრა.
მედ–პერსონალთან შეხვედრისას, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განსაკურთრებულად აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორი ორ კვირაში დაზღვეულთა გაორმაგებული ნაკადის მომსახურებისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.