შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია იტყობინება, რომ წარმატებით დამთავრდა კლინიკური გამოცდა ვაქცინისა, რომელიც ეწინააღმდეგება ალერგიული რეაქციების განვითარებას. აცრა, რომელიც იწვევს იმუნური პასუხის გადაპროგრამირებას, იცავს ორგანიზმს პოლინოზებისგან, მტვრის ალერგიისგან და შესაძლებელია სხვა ალერგიული დაავადებებისგანაც.
ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 40 მამაკაცმა და ქალმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ალერგია მტვერზე. 6 კვირის განმავლობაში მონაწილეთა ნახევარი ყოველი კვირა იკეთებდა ექსპერიმენტული პრეპარატის ინექციას, ხოლო დანარჩენი -ინექციას არააქტიური ნივთიერებით.
პრეპარატის შეყვანამ 100-ჯერ გაზარდა გამოსაცდელთა ტოლერანტობა ალერგენის მიმართ. დადებითი ეფექტის ხანგრძლივობა ჯერ არ არის განსაზღვრული იმდენად, რამდენადაც კვლევა ჯერ არ დამთავრებულა.
კომპანია Cytos Biotechnology-ის მიერ შემუშავებული ანტიალერგიული ვაქცინა შეიცავს ტუბერკულოზის გამომწვევის დნმ ფრაგმენტს, რომელიც უსაფრთხოა პაციენტებისათვის. აცრით ხდება იმუნური სისტემის ერთგვარი გადაპროგრამირება
და აწყობა პირველი ტიპის Т-ლიმფოციტების გამომუშავებაზე, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად და უმტკივნეულოდ ორგანიზმში შეყვანილი ანტიგენის მოცილება. ამ დროს ხდება მეორე ტიპის Т-ლიმფოციტების პროდუქციის დათრგუნვა, რომლის მოქმედებასთანაც არის დაკავშირებული ალერგიული რეაქცია.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიალერგიულ ვაქცინას შეუძლია
ასევე პოლინოზებისა და ასთმის განვითარების აღკვეთა. უახლოეს მომავალში იგეგმება გამოცდების ახალი სერია საკვებ ალერგენებზე პრეპარატის ეფექტის დასადგენად.
მკვლევარები 2010 წლისთვის გეგმავენ ვაქცინის გამოყენებაზე უფლების მიღებას.
http://www.medlinks.ru
2007.05.18