ცნობილი ჟურნალის Allergy-ს სექტემბრის ნომერში (Allergy 2005;60:1172-1173)
გამოქვეყნებულია მეცნიერების ნაშრომი ოსლოს (ნორვეგია) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან, რომელშიც ისინი დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ქვეყანას მოევლინენ საკეისრო კვეთის შედეგად, ორჯერ მეტია ძროხის რძისადმი ალერგიის განვითარების რისკი იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ბუნებრივი გზით დაიბადნენ.
სტატიის ავტორი დოქტორი Merete Eggesboe, ეყრდნობა რა 2656 ბავშვის გამოკვლევის შედეგებს, თვლის, რომ ეს არის ნაწლავური მიკროფლორის დაზიანების შედეგი. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მომავალში განაპირობებს ძროხის რძისადმი ალერგიის მკურნალობის ახალი პერსპექტიული მეთოდების დამუშავებას. იგივე მკვლევარების წინა ნაშრომები ეძღვნებოდა საკეისრო კვეთის ზეგავლენას ალერგიაზე რძის, თევზისა და თხილის მიმართ.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, საკეისრო კვეთის გზით მშობიარობის დროს იქმნება არასასურველი პირობები ნაწლავების ნორმალური მიკროფლორით კოლონიზაციისათვის. ამჟამად მკვლევარების ჯგუფი Eggesboe-ს ხელმძღვანელობით შეუდგა ბუნებრივი გზით და საკეისრო კვეთით მშობიარობის ზეგავლენის შესაწავლას ბავშვებში მიკროფლორის მდგომარეობაზე.
http://medafarm.ru
2005.09.19