|
სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” შედგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის “ჯანმრთელობა ყველასათვის” და დარგობრივი სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე. ცნობარში წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის და ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობის, შობადობის, მოკვდაობის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაჩვენებლების გაანგარიშებისას გამოყენებულია გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული მეთოდოლოგია, რაც განაპირობებს საქართველოს მაჩვენებლების შედარებითობას სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან.
|
|
|