ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ვარფარინი ამცირებს ინსულტის რისკს წინაგულების ქრონიკული ფიბრილაციის დროს

ვარფარინი ეფექტურად ამცირებს ინსულტის რისკს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინაგულების ფიბრილაციის მუდმივი ფორმა (Thromb Haemost 2009; 101: 527–534).
Tjeerd van Staa (Medicines and Healthcare Products Regulatory Agency, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) კოლეგებთან ერთად გაანალიზეს დიდი ბრიტანეთის ზოგადი პრაქტიკის ფარგლებში განხორციელებული კვლევების მონაცემთა ბაზა, რომლებშიც შეისწავლებოდა ვარფარინისა და ასპირინის ზეგავლენა ინსულტის განვითარების რისკზე 40 წელს გადაცილებულ 51 807 პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ წინაგულების ფიბრილაციის მუდმივი ფორმა.
დაკვირვების პერიოდის განმავლობაში (საშუალო ხანგრძლივობა 2,5 წელი) იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს, მიღებული იქნა ინსულტის რისკის დაქვეითების უფრო მაღალი მაჩვენებელი (38%-ით), ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ვარფარინს. ინსულტის განვითარების რისკზე ვარფარინის ზემოქმედება თვალსაჩინო იყო მხოლოდ მისი 6-12 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ვარფარინის ეფექტურობა ასევე განისაზღვრებოდა ანტიკოაგულაციის დონით და რისკის ყველაზე მეტი შემცირება აღინიშნა მაშინ, როდესაც INR (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) იყო 2,0-3,0.
კვლევის შედეგების მიხედვით, წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ასპირინის მიღებისას მისი ზემოქმედება ინსულტის განვითარების რისკზე არ დაფიქსირებულა.


 

http://Cardiosite.ru

2009.03.24