ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

რას ნიშნავს მთქნარება?

გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი ამთქნარებს მოწყენილობის გამო. ამ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა ეს აზრი გააქარწყლეს.
ნევროპათოლოგები ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრიდან ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვამთქნარებთ მაშინ, როცა ვცდილობთ არ დაგვეძინოს. სწორედ ძილის სურვილით ახსნეს ლექციაზე ან გაგრძელებულ კრებაზე გაჩენილი მთქნარების შეუკავებელი სურვილი. ის აზრი, რომ მთქნარებას იწვევს ჟანგბადის ნაკლებობა, სინამდვილეს არ შეეფერება და წარმოადგენს მცდელობას, დავფაროთ ჩვენი მოწყენილობა და ინტერესის ნაკლებობა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეტიკეტის მიუხედავად, არ არის საჭირო დამთქნარების სურვილის შეკავება და უმჯობესია გავაკეთოთ ეს. საქმე იმაშია, რომ მთქნარება ძალზედ სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. იგი წარმოადგენს უძველესი ინსტიქტის გამოხატულებას და თითქმის ყველა ცხოველში გვხვდება. აღმოჩნდა, რომ ბაყაყებიც კი ამთქნარებენ.
მკვლევარებმა აჩვენეს, რომ დამთქნარების დროს მაქსიმალურად ფართოვდება ადამიანის სასუნთქი გზები, დუნდება კუნთები, რის შემდეგაც დგება ძალზედ ხანმოკლე, მაგრამ ადამიანისათვის სასიამოვნო გონების დაკარგვის ეპიზოდი. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს სინამდვილიდან ხანმოკლე დროით გამოთიშვის ასეთი მომენტის არსებობას.
მთქნარება ეხმარება ადამიანებს დაღლილობისა და ფსიქიკური დატვირთვის მოხსნაში, სტრესისაგან გათავისუფლებასა და ფილტვებში არსებული ჰაერის განახლებაში.
ამიტომ, ნუ განაწყენდებით, თუკი თქვენმა მეგობარმა დაამთქნარა თქვენი თანდასწრებით. ეს ნიშნავს, რომ ის თქვენთან თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, რომ შეუძლია მოეშვას და დაისვენოს.


 

http://apnoe.ru

2005.02.21