ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ოზონოთერაპია

მედიცინაში მუდმივად წარმოებს მკურნალობის ახალი ეფექტური და უსაფრთხო მეოდების ძიება. ამჟამად მედიკამენტოზურ და ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად ფართოდ გამოიყენება მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდები. ერთ-ერთი მათ შორის არის ოზონოთერაპია, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოყენება ჰპოვა ევროპასა და აშშ-ში. ამ მეთოდის საშუალებით ბევრი დაავადების დროს შესაძლებელია ორგანიზმისთვის საზიანო ქიმიური პრეპარატების გამოყენების მნიშვნელოვანი შეზღუდვა ან საეთოდ, შეწყვეტა და ამავე დროს პათოლოგიურ პროცესზე ზემოქმედება, ორგანიზმში წონასწორობის დარღვევის რეგულირება, სხვადასხვა ორგანოს მდგომარეობის გაუმჯობესება, ორგანიზმის დაცვითი უნარის გააქტიურება.
ოზონის სამკურნალო ეფექტების მრავალფეროვნება დაკავშირებულია მის უნართან ადგილობრივი მოქმედების დროს გაანადგუროს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები, გამოავლინოს ანტიანთებითი, იმუნომოდულირებადი და შეხორცების ხელშემწყობი მოქმედება. სისტემური გამოყენების დრო იგი აღადგენს ჯანგბადის ტრანსპორტირების პროცესს, ანთავისუფლებს ჯანგბადს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ჰორმონალურ ფონს, ხსნის ინტოქსიკაციას, აფართოვებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და სისხლის მიმოქცევას. ყველაფერი ეს ოზონის წარმატაბულად გამოიყენების საშუალებას იძლევა თერაპიაში, ნევროლოგიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ქირურგიაში, ონკოლოგიაში და მედიცინის სხვა დარგებში.

ოზონოთერაპიის მეთოდი გამოყენების წესის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: ადგილობრივი და სისტემური. ოზონის მაღალი კონცენტრაცია გამოიყენება დეზინფექციისთვის, საშუალო – ტკივილებისა და ანთების შესამცირებლად, ხოლო მცირე – ეპითელიზაციისა და შეხორცების ხელშეწყობისთვის.


 

http://www.doctor-ozon.ru

2009.05.27