ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ყველაფერი ჯანჯაფილის შესახებ

ჯანჯაფილი (იმბირი) ერთ-ერთი უძველესი საკაზმია. ჯანჯაფილის ფესვი, როგორც სანელებელი, უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის სამშობლოდ ითვლება ჩრდილოეთ ინდოეთი. მის შესახებ მოიხსენიებდა ჯერ კიდევ კონფისიუსი ჩვ. ერამდე 500 წლის წინ. მას მწარე გემო აქვს და მიაკუთვნებენ ე.წ. ”ცხელ” სანელებლებს. ამასთან გამხმარ ჯანჯაფილს უფრო მწარე გემო აქვს. მის არომატს განაპირობებს მასში ეთერზეთების არსებობა (1,2-3%), ხოლო სიცხარეს - ფენოლის მგავსი ნივთიერება - გინგეროლი.
მედიცინაში ჯანჯაფილი გამოიყენება რევმატიზმისა და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს მადას, ასევე სისხლის მიმოქცევას.
ჯანჯაფილი მდიდარია მაგნიუმის, კალციმისა და ფოსფორის მარილებით, С, В1, В2 და А ვიტამინებით. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შეიცავს რკინას, თუთიას, კალიუმსა და ნატრიუმს.
ჯანჯაფილი მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მას იყენებენ კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ”ზღვის ავადმყოფობის ” დროს, ასევე ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს. ქალებში შეუძლია შეამციროს მენსტრუაციის თანმხლები სპაზმები და გულისრევა. გამოიყენება გაცივების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ეწინააღმდეგება ინფარქტის განვითარებას. შეიძლება გამოყენებული იქნას ტემპერატურის დაქვეითების მიზნით, ასევე შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც პოტეციის ასამაღლებელი საშუალება.
ჯანჯაფილის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ დაღლილობის, მოთენთილობის, აპათიის სიმპტომებს, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს.
ჯანჯაფილი ეფექტურია ორსულობის დროს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას და პირღებინებას ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ორსულთა ჰიპერემეზისი. ამასთან ის უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფზე. მაგ. გულისრევისაგან დაგიცავთ ჯანჯაფილის ჩაი (2,5-5 სმ სიგრძის ან დაახლოებით 60-90 გრ ნედლი ჯანჯაფილის ფესვი და 250გრ წყალი).
ყურადღება! ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება იმ ქალებისათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ქონდათ სპონტანური აბორტი.


 

http://www.luxury2.ru

2010.04.26