ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები არ მოქმედებენ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მიმდინარეობაზე

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს აუმჯობესებს პაციენტების თვითგრძნობას, თუმცა არ ახდენს ზემოქმედებას დაავადების მიმდინარეობაზე (Reuters Health).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები მუდმივად პროგრესირებს, რაც უფრო ხშირად დაკავშირებულია თამბაქოს მოწევასთან. ეს ტერმინი აერთიანებს ქრონიკულ ბრონქიტს და ემფიზემას. დაავადება ძირითადად გამოვლინდება ქოშინის სახით. ცვლილებები ფილტვებში ამ დროს შეუქცევად ხასიათს ატარებს.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მკურნალობის ძირითად მეთოდს. კვლევის ავტორის Joan B. Soriano-ს (მაიორკა, ესპანეთი) სიტყვებით, საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა კორტიკოსტეროიდებმა ზემოქმედება იქონიოს დაავადების მიმდინარეობაზე, რჩება ღია.
ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა გაანალიზა 7 კვლევის მონაცემები, რომელიც მიეძღვნა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების შედარებას პლაცებოსთან. სულ ამ კვლევებში მონაწილეობდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე 3 900-ზე მეტი პაციენტი.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების პირველი 6 თვის განმავლობაში გამოიხატა ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მაგრამ შემდეგი პერიოდის განმავლობაში იმ პაციენტების ფილტვების მდგომარეობა, რომლებიც იღებდნენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტების ფილტვების მდგომარეობისაგან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
”ჩატარებული ანალიზის შედეგები საშუალებას იძლევა დაბეჯითებით ითქვას, რომ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები არ ახდენენ ზემოქმედებას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მიმდინარეობაზე”, ასკვნის Joan B. Soriano.
ამავე დროს, სამუშაოს ავტორები თვლიან, რომ არ ღირს უარის თქმა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დანიშვნაზე საშუალო სიმძიმის და მძიმედ მიმდინარე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, რადგანაც მკურნალობის ეს მეთოდი ნამდვილად ამცირებს სიმპტომების რაოდენობას და აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მიმდინარეობაზე ზემოქმედება შეუძლია მხოლოდ თამბაქოს აკრძლვას, ქირურგიულ მკურნალობას და ოქსიგენოთერაპიას.


 

http://www.medlinks.ru

2007.03.30