ქართულად: 
ახალი ამბები

”კამელინ მ4” - უნივერსალური სამკურნალო სანთლები

„კამელინის“ ბაზაზე დამზადებულ სანთლების „კამელინ მ4“- ის შექმნას წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში. „კამელინ მ4“-ს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის. წამლის ეს ფორმა მოხმარებისთვის ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. „კამელინ მ4“ გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესების და ბუასილის მკურნალობაში.


საპატრიარქოს, წმინდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის, ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე დავით ლანდია აღნიშნავს, რომ პრეპარატის ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და იმუნომოდულატორული თვისებების დასადასტურებლად „იმედის კლინიკაში" 2009 წელს „კამელინ მ4“ გამოიყენეს ორსულებში გინეკოლოგიური ანთებითი პროცესების და ბუასილის სამკურნალოდ.


სანთლები გამოიცადა 500 ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე. აწარმოებდნენ მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას, რომლის საფუძველზეც „კამელინ მ4“-ის დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე აშკარა იყო. „კამელინის“ ხსნარით კი ახდენდნენ პოსტოპერაციული (გინეკოლოგიური და საკეისრო) ჭრილობების დამუშავებას. აქაც პრეპარატმა გამოავლინა რეგენერაციის მაღალი უნარი, „კამელინმა“ ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვერი გართულებების გარეშე.


"კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს, რაც ორსულებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში ძალზე ხშირია. “კამელი მ 4”-მა გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი, 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში, ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია. კვლევაში ჩართულები იყვნენ აგრეთვე მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს. “იმედის კლინიკაში” ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ “კამელინის” სანთლები ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისათვის შესანიშნავია.


დავით ლანდიას თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სანთლები ფართოდ დაინერგება ქალთა კონსულტაციებში, რადგან “კამელინ მ4” არის სრულიად უსაფრთხო პრეპარატი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. მას გააჩია ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს იმუნომოდულაციისა და რეპარაციულ პროცესებს. შესანიშნავი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანტიკანცეროგენული თვისებებით ხასიათდება და სწრაფ შედეგს იძლევა ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ეროზიების და ანთებითი დაავადებების, პროქტიტების, ბუასილის შემთხვევაში.


“კამელინის” ვაგინალურ-რექტალურ სანთლებზე კლინიკური კვლევები ბათუმის სამშობიარო სახლშიც ჩატარდა სხვადასხვა კლინიკურ დიაგნოზებზე. კვლევის პროცესი მოიცავდა არამარტო პაციენტის სუბიექტური ჩივილების, არამედ კლინიკური სურათის ობიექტურ შესწავლასაც. ტარდებოდა კოლპოსკოპიური და ციტოლოგიური გამოკვლევები, ანალიზები ვასერმანსა და შიდსზეც. “კამელინის” სანთლებით ყველა შემთხვევაში (საშვილოსნოს ყელის ეროზია, სოკოვანი პოლპიტი, ცერვიციტი და ლეიკოპლაკია, პოსტტრავმული ექტოპია, ვირუსული პაპილომის სუბკლინიკური ფორმა) დაფიქსირდა დაავადების დადებითი დინამიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ საშვილოსნოს მწვავე ანთების დროს "კამელინ მ 4”-მა ანთებითი პროცესი მალე ჩააწყნარა და რიგ შემთხვევაში საერთოდ აალაგა. ბალნეოლოგიურ კურორტში აკადემიკოს ნიკა სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით “კამელინზე” ჩატარებული კლინიკური კვლევებისას, უროლოგ ზაზა ბაინდურიშვილმა “კამელინის” სანთლები გამოიყენა უროლოგიური დაავადებების მკურნალობაში. მაღალი თერაპიული ეფექტის საფუძველზე მიღებულ იქნა დასკვა, რომ პრეპარატი "კამელინ მ1” და”კამელინის მ4” მონო და კომპლექსური თერაპიის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ქრონიკული პროსტატიტების და ურეთრიტების, ასევე პროსტატის ადენომების დროს. ასე რომ “კამელინის სანთლები არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.


მოამზადა მაია ცომაიამ


“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა.


დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33 10 89; 877 73 56 51; 599 23 03 33;


 

http://www. Camelyn.ge

2011.10.21