ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

როგორ შევამციროთ ქოლესტერინი მედიკამენტების გარეშე

ქოლესტერინის დონის მომატებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, კერძოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემას. თუმცა კვებით რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანისა და ცხოვრების წესის მოდიფიცირების გზით შეიძლება მივაღწიოთ მის დაქვეითებას. მძიმე შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო გზას წარმოადგენს ქოლესტერინის დონის დაქვეითება ბუნებრივი გზით ანუ მედიკამენტების მიღების გარეშე. ამისთვის სულაც არ არის საჭირო შიმშილობა ან უსიამოვნო პროცედურების შესრულება.


აი ის ხუთი გზა, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, ბუნებრივი გზით მივაღწიოთ ქოლესტერინის დონის შემცირებას:


რეგულარულად მიიღეთ ხილი და ბოსტნეული. ისინი თქვენი ულუფის დაახლოებით მესამედს უნდა შეადგენდეს. მცენარეული პროდუქტები შეიცავს უჯრედისს. განსაკუთრებით ეფექტურია ქოლესტერინის დასაქვეითებლად მცენარეული უჯრედისი, რომელიც შედის შვრიის, ქერის, ვაშლის, ციტრუსებისა და ბარდისებრთა შემადგენლობაში. გაუცეხვავი მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი შეიცავს მცენარეული კომპონენეტებს - ფიტოსტერინებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებიდან.


კვირაში სამჯერ მიირთვით თევზი. დიეტოლოგების აზრით, თევზი წარმოადგენს იდეალურ საკვებს ქოლესტერინის დასაქვეითებლად. თევზის ზოგიერთი სახეობა, მაგალითად ორაგული, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებით. ეს ცხიმოვანი მჟავა წარმოადგენს ”სასარგებლო, ანუ კარგი” ცხიმების წყაროს.


დაიწყეთ დიეტა. ექიმების განმარტებით, ჭარბი წონის ადამიანები, აგრეთვე ისინი, ვისი სხეულის მასის ინდექსი ნორმას აღემატება, გამოირჩევიან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით. ამრიგად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და შაქრიანი დიაბეტის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია წონაში დაკლება. თუმცა, სიგამხდრე ყოველთვის როდი არის ჯანმრთელობის გარანტია. დიეტის არჩევისას აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.


უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე. ექიმი-დიეტეოლოგების ამ რეკომენდაციას საფუძვლად უდევს შემდეგი მოსაზრება: ალკოჰოლი ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას, ხოლო თამბაქო აქვეითებს ორგანიზმში ე.წ. ”კარგი’ ქოლესტერინის დონეს.


ორგანიზმში ქოლესტერინის დაქვეითების მრავალი ბუნებრივი საშუალებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეგულარული სპორტული დატვირთვა, რაც ხელს უწყობს ჭარბი ცხიმების დაწვას. შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ოცდაათწუთიანი ვარჯიში კვირაში ოთხჯერ. გარდა ამისა, ყოველდღიური ცხოვრებაში ჩართეთ ზოგიერთი დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, სართულებზე ასასვლელად უარი თქვით ლიფტის გამოყენებაზე.


 

http://moldovenii.md

2012.10.09