ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

უნიკალური ტესტის მეშვეობით შესაძლებელია ფილტვების კიბოს დიაგნოსტირება განვითარების ადრეულ სტადიაზე


Warning: fopen(pictures/6957.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ფილტვების კიბოს ადრეული ნიშნები შესაძლებელია რეალურად აღმოვაჩინოთ მხოლოდ ერთი სისხლის ტესტის მიხედვით. ასეთ დასკვნას აკეთებენ მეცნიერები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში.


ტესტის შექმნა შესაძლებელი გახდა Ciz1-პროტეინის შეცვლილი ფორმის აღმოჩენის შემდეგ. ეს უკანასკნელი ორგანიზმში აღმოჩენილია ფილტვების კიბოს დროს მისი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე. ცნობილია, რომ ეს ცილა მონაწილეობს უჯრედული ზრდის პროცესში.


აღნიშნული პროტეინის ერთი კონკრეტული შეცვლილი ფორმა სწორედ ფილტვების კიბოსთან არის დაკავშირებული, ამბობს დოქტორი დონ კოვერლი იორკის უნივერსიტეტიდან. Ciz1 ხვდება სისხლში და რჩება იქ სტაბილური ფორმით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ტესტის საშუალებით.


როგორც ჩანს, ტესტი ინვაზიური პროცედურების ჩატარების გარეშე
აღმოაჩენს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სულ მცირე ზომის ახალწარმონაქმნი ფილტვებში. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მეთოდიკის ოპტიმიზაცია მისი ყოველდღიური პრაქტიკული მოხმარებისთვის.


 


 

http://Meddaily.ru

2012.10.18