ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

მენოპაუზის დადგომა არ ნიშნავს წონაში მატების რისკის ზრდას


Warning: fopen(pictures/6965.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ითვლება, რომ მენოპაუზის დადგომასთან ერთად ქალებში შეიძლება ადგილი ქონდეს წონაში მკვეთრად მატებას. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს ასე არ არის. თუმცა, არსებობს საფრთხე მუცლის მიდამოში ცხიმის დაგროვების, ე.წ. აბდომინური გაცხიმოვნების განვითარების საფთხე, რაც არც ისე უხიფათოა ჯანმრთელობისათვის.


საერთაშორისო საზოგადოებაში მენოპაუზის პრობლემების შესახებ ხაზგასმით აღნიშნავენ: მთლიანობაში, თუკი ქალს მენოპაუზის ფაზაში აღენიშნება წონაში მატება, ეს გამოწვეულია არ ჰორმონალური ცვლილებებით, არამედ სხვა ფაქტორებით, ანუ მენოპაუზა ამაში დამნაშავე არ არის.


თუმცა, ცნობილია, რომ ჰორმონული ცვლილებები, კერძოდ ესტროგენების კონცენტრაციის დაქვეითება იწვევს ცხიმის სხვაგვარად გადანაწილებას ადამიანის ორგანიზმში. როგორც პროფესორი სუზან დევისი აღნიშნავს, ცხიმის უმეტესი რაოდენობა გროვდება მუცლის არეში და არა ბარძაყების მიდამოში.


აბდომინური ცხიმი სახიფათოა გულის დაავადებების და დიაბეტის განვითარების რისკის თვალსაზრისით. ამიტომაც მეცნიერები მოუწოდებენ ქალებს, თვალყური ადევნონ საკუთარ აღნაგობას. უფრო მეტიც, დაიწყონ აღნიშნული პროცესის კონტროლი უფრო ადრე, ე.ი. მენოპაუზის დადგომამდე.


 

http://Meddaily.ru

2012.10.23