ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ქოლესტერინის და არტერიული წნევის დაქვეითების მცდელობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს


Warning: fopen(pictures/6986.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

იმ ადამიანებმა, რომლებიც იღებენ სტატინებს (ქოლესტერინის დამაქვეითებელ პრეპარატებს) უნდა შეამცირონ დოზირება გვერდითი მოვლენების არსებობის გამო. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ სიმვასტატინის გამოყენება სისხლის წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად იწვევს კუნთოვანი ტკივილების აღმოცენებას.


ბოლო დროს ჩატარებული კვლევის თანახმად, 40მგ სიმვასტატინის დანიშვნა ამლოდიპინთან და დილთიაზემთან ერთდოულად (ეს ორი პრეპარატი გამოიყენება ჰიპერტენზიის და გულის არეში ტკივილების არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ კომბინაციას, რომელსაც ხშირად მიმართავენ ექიმები. სტატინების გვერდით ეფექტებს, ჩვეულებრივ, მიეკუთვნება კუნთოვანი ტკივილები, საერთო სისუსტე, სპაზმები და ზოგჯერ კუნთოვანი ქსოვილის გახლეჩვა, რაც ძალიან სახიფათოა შემდგომში თირკმელებისათვის. აღნიშნული პრობლემები უფრო ხშირად იჩენს თავს, როდესაც ინიშნება ზემოჩამოთვლილი მედიკამენტების კოქტეილი.


ექსპერტები ექიმებს ურჩევენ, შეამცირონ სიმვასტატინის დოზები, ვინაიდან გვერდითი ეფექტები უფრო იშვიათად ვითარდება მაშინ, როდესაც ეს მედიკამენტი ინიშნება 20მგ-იანი დოზირებით. ან ასევე შეიძლება გადავერთოთ სხვა სტატინზე. ასეთია ახალი რეკომენდაციები როგორც ექიმებისათვის, ასევე პაციენტებისათვის.


 

http://Meddaily.ru

2012.11.02