ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

„გენეტიკურმა მედუზამ“ კიბოს სადიაგნოსტიკო ყველა ტესტი გაიარა


Warning: fopen(pictures/6998.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

კიბოს უჯრედებს შეუძლიათ თავი აარიდონ ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს, თუმცა ვერ დაემალებიან მედუზის მსგავს ახალ მოწყობილობას, წერს New Scientist. სპეციალისტების მიერ შემუშავებული ეს ახალი მოწყობილობა საშუალებას იძლევა კიბო გამოვლენილ იქნას ადრეულ სტადიაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია რემისიის სტადიაზე მყოფი ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისთვის.


საქმე ეხება ფილტრების სისტემას, რომლებიც სისხლიდან გამოყოფენ კიბოს უჯრედებს, მათი მიტაცებით პატარა მილაკების საშუალებით. სისტემა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლი ფილტრში ნელი გაედინება. ეს ტექნოლოგია შემუშავებულია ჯეფრი კარპის, ვეიან ჩჟაოსა და როჰიტომ კარნიკის მიერ.


მოწყობილობის ე.წ. გრძელი „ულვაშები“ წამოადგენს დნმ-ს ძაფებს, რომელიც უკავშირდება ლეიკემიის უჯრედის ზედაპირზე არსებულ ფერმენტს. ახალი მოწყობილობა იტაცებს სიმსივნური უჯრედების 50%-ს, ხოლო ძველი - მხოლოდ 10%-ს.


გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიით გაიზარდა ანალიზის სისწრაფე და უფრო ადვილად ხდება დაჭერილი უჯრედების „ულვაშებიდან“ მოცილება.


მოწყობილობამ კიბოს სადიაგნოსტიკო ყველა ტესტი წარმატებით გაიარა იდეალურ გარემოში და ამჟამად მეცნიერებმა უნდა დაადგინონ მისი ეფექტურობა რეალურ გარემოებაში.


 


 

http://meddaily.ru

2012.11.13