ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

მარმელადი და გრეიფრუტი აპროვოცირებს მედიკამენტების გადამეტდოზირებას


Warning: fopen(pictures/7017.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ითვლება, რომ გრეიფრუტი აქვეითებს შაქრიანი დიაბეტის, კიბოს და ინსულტის განვითარების რისკს. თუმცა ის შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ცვლიან ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებას. ანალოგიური ნივთერებები გვხვდება მარმელადის შემადგენლობაშიც.


ყველაფრის მიზეზი ფურანოკუმარინებია. ისინი მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენზიმებზე, რის გამოც იზრდება პრეპარატის გადამეტდოზირების შესაძლებლობა. მაგალითად, სიმვასტატინთან ერთად დღეში ერთხელ 200 მლ გრეიფრუტის წვენის მიღების შემთხვევაში მედიკამენტის კონცენტრაცია იზრდებოდა სამჯერ და მეტად. გადამეტდოზირება განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმული ადამიანებისათვის.


გრეიფრუტის მიღება ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ინიშნება შფოთვის, დეპრესიის, ალერგიის, ეპილეფსიური შეტევების, აივ-ინფექციის, გულის რითმის დარღვევების და მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ, იწვევს მთელ რიგ გვერდით მოვლენებს, მათ შორის ისეთ სერიოზულებსაც კი, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, შინაგანი სისხლდენა და უეცარი სიკვდილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეფექტს მაშინაც კი აქვს ადგილი, როდესაც გრეიფრუტის მიღებიდან წამლის დალევამდე რამდენიმე საათია გასული.


2008-2012 წლებში ასეთი სახიფათო მედიკამენტების სია 17-დან 43-მდე გაიზარდა. დოქტორი დევიდ ბეილი ლოუსან ხელსის კვლევითი ინსტიტუტიდან ამაში ხედავს სახიფათო ტენდენციას. მთლიანობაში, პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს 85-მა სხვადასხვა მედიკამენტმა, მათ შორის 43-ის შემთხვევაში უნდა ველოდოთ სერიოზულ გვერდით მოვლენებს.


 

http://Meddaily.ru

2012.11.28