ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ხუთი საშუალება, რომ ყავა უფრო სასარგებლო გახდეს


Warning: fopen(pictures/7029.gif) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

იმისათვის, რომ ყავა უფრო არომატული, გემრიელი და სასარგებლო გახდეს, უნდა ვისწავლოთ მისი სწორად მომზადება. შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ, ისიამოვნოთ საყვარელი სასმელით ისე, რომ თქვენს ჯანმრთელობას მინიმალური რისკი მიადგეს.


ყავა მოადუღეთ გასუფთავებული წყლით: წყალში მავნე მინარევების არარსებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყავის გემოს და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.


თუკი თქვენ ძალიან ბევრ ყავას მიირთმევთ და გსურთ გადაეჩვიოთ, შემდეგი ულუფის მომზადებისას სანახევროდ აურიეთ ჩვეულებრივი და უკოფეინო ყავა. გემო მსგავსი იქნება, ხოლო უძილობის და გულისფრიალის განვითარების რისკი - ნაკლები. ასევე შეეცადეთ, ერთი ულუფა ჩაანაცვლოთ ჩაით ან ყავა განაზავეთ რძით ან წყლით.


თუკი გსურთ გახდომა, მაგრამ გიყვართ რძიანი ტკბილი ყავა, გამოიყენეთ შაქრის შემცვლელები და გაუცხიმოვნებული რძე ან სოის რძე. შავი ყავა მხოლოდ 5 კალორიას შეიცავს, კაპუჩინო - 80-100კალ-ს, ლატე - 200კალორიას. დასკვნები თქვენთვის მოგვინდია. გურმანებს და ტკბილის მოყვარულებს შეუძლიათ ყავაში მცირე რაოდენობით მწარე კაკაოს, დაფქული შავი შოკოლადის ან დარიჩინის ჩამატება.


თუკი გსურთ ყავის დალევა, ჯერ მიირთვით ცივი წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიდუღეთ ყავა. ამ გზით შეამცირებთ ყავის ყოველდღიურ მოხმარებას. ჯანსაღი კვების მიმდევართ კი ვურჩევთ, უპირატესობა სუფთა წყალს მიანიჭონ.


თუკი კოფეინის გვერდითი მოვლენების გეშინიათ, უპირატესობა მიანიჭეთ ესპრესოს: პატარა ზომის ფინჯანში მხოლოდ 50მგ კოფეინია, ამერიკანოს 200-გრამიან ფინჯანი კი - 135მგ კოფეინს შეიცავს. ამასთან ერთად, ესპრესო გემოთი და ხარისხითაც სჯობს წვეთოვანი ტიპის ყავის მადუღარათი მოდუღებულ ყავას, ასევე ხსნად ყავას.


 


 

http://MIGnews.com

2012.12.04