ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

გრიპით დაავადებულები ოთხი დღის შემდეგ აღარ წარმოადგენენ საფრთხეს გარშემომყოფთათვის


Warning: fopen(pictures/7088.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ფრანგმა მკვლევარებმა პარიზის პიერ და მარია კიურის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ გრიპის ვირუსით დასნებოვნებულების იზოლაცია სასურველია მოხდეს მინიმუმ ოთხი დღით.


ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ კვლევის ობიექტებს, რომლებიც წინასწარ დაასნებოვნეს გრიპის ვირუსით. ათი დღის განმავლობაში ისინი ყოველდღიურად საზღვრავდნენ ვირუსის აქტივობას თითოეული მონაწილისთვის და მათემატიკური გამოთვლებით ღებულობდნენ იმ ადამიანების პოტენციურ რაოდენობას, რომელიც შეიძლება დასნებოვნებულიყო დაავადების გადადების შედეგად.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ავადმყოფის იზოლაზია პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 16 საათის განმავლობაში მის პოტენციურ „მსხვერპლთა“ რიცხვს 50%-ით ამცირებდა, ხოლო დაავადების დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ გრიპიანი ავადმყოფი პრაქტიკულად აღარ წარმოადგენდა საფრთხეს გარშემომყოფთათვის.


 

http://www.medicinform.net

2013.01.04