ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

რატომ აქვს თოვლის პაპას წითელი ცხვირი?


Warning: fopen(pictures/7089.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

თოვლის პაპას წითელი ცხვირი სულაც არ არის ყინვის ”დამსახურება”. ეს არის როზაცეა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია კანის დაავადებებს შორის და ხასიათდება კანის გაწითლებით ცხვირის, ლოყების და ნიკაპის მიდამოში. იგი უფრო ხშირია 30-50 წლის ასაკის ქალებში და იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი. როზაცეას სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, თუმცა დღემდე არ იყო ცნობილი, კონკრეტულად რომელი ბაქტერია არის მისი გამომწვევი.


ამ ცოტა ხნის წინათ ირლანდიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ როზაცეას გამომწვევია ბაქტერია, რომელიც ბინადრობს კანის ტკიპას ორგანიზმში. კანის ტკიპები ყველა ადამიანშია. მათი რაოდენობა იზრდება ასაკთან ერთად და ასევე კანის დაზიანების დროს, მაგალითად მზის გამოსხივების შედეგად.


იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ როზაცეა, კანის ტკიპას ორგანიზმიდან გამოყოფილი იქნა ბაქტერია, რომელიც იწვევს ისეთი მოლეკულების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ იმუნურ რეაქციებს. ბაქტერია ბინადრობს კანის ტკიპას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. როდესაც ტკიპა იღუპება, ბაქტერია ხვდება გარემომცველ ქსოვილბში და იწვევს ანთებას. რაც უფრო მეტი რაოდენობითაა ტკიპები, მით უფრო მეტია ბაქტერიები და უფრო მაღალია როზაცეას განვითარების რისკი”, - განმარტავს კვლევის ავტორი კევინ კავანა.


 

http://www.zdorovieinfo.ru

2013.01.07