ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

დემენციის დიაგნოსტირებისათვის დაიხმარენ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას


Warning: fopen(pictures/7090.gif) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ალცჰეიმერის დაავადებისა და დემენციის სხვა მსგავსი ფორმების სადიაგნოსტიკოდ ნევროლოგები გვირჩევენ ტომოგრაფიის გამოყენებას, იუწყება Science Daily.


პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ალცჰეიმერის დაავადება და ასევე შუბლ-საფეთქლის წილის დეგენერაცია ერთმანეთს ემსგავსება სიმპტომებით. თუმცა მათი გამომწვევი მიზეზები განსხავავებულია. თუ ექიმი დარწმუნებული არ არის დიაგნოზში, ის ნიშნავს საკმაოდ ძვირადღირებულ კვლევების ჩატარებას, კერძოდ პოზიტრონულ ემისიურ ტომოგრაფიას და ლუმბალურ პუნქციას, რომელიც უკიდურესად არასასიამოვნო პორცედურაა და ამავდროულად არც ისე იაფი.


ახალი მიდგომა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შევამციროთ დანახარჯები და ასევე მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ინვაზიური პროცედურები. მეცნიერებმა ის გამოცადეს 184 პაციენტზე. ყველა ავადმყოფს უკვე გავლილი ქონდა პუნქციის პროცედურა და ტვინის სკანირება. საბოლოო ჯამში, 32 ადამიანს დიაგნოზი დაუსვეს აუტოფსიის შედეგების ან გენეტიკური მუტაციის გამოვლენის შემდეგ.


მრტ-სკანირების შედეგები მეცნიერებს დაეხმარა იმ მომენტში, როდესაც სპეციალისტებმა მოინდომეს წინასწარ განესაზღვრათ დაავადებებთან დაკავშირებული ბიომარკერების კონცენტრაციების თანაფარდობა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ლაპარაკია ტაუ-ცილაზე და ბეტა-ამილოდურ პროტეინზე. აღნიშნული მიდგომა იძლეოდა 75%-იან სიზუსტეს დიაგნოზის დადგენის დროს, ანუ შესაძლებელია დიაგნოსტიკის ჩატარება მხოლოდ იმ სურათების გამოყენებით, რომლებიც ასახავენ სიტუაციას აღნიშნულ შენაერთებთან დაკავშირებით.


 

http://Meddaily.ru

2013.01.08