ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

სიგარეტი არ ამცირებს მწეველებში შფოთვის მაჩვენებლებს


Warning: fopen(pictures/7094.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ითვლებოდა, რომ თამბაქოს შეუძლია დაამშვიდოს სტრესის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირიქით, ამ მავნე ჩვევის მიტოვების შემდეგ სტრესის დონე მცირდება. ასეთი დასკვნა გაკეთდა 500 მწეველში შფოთვის მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგად.


ოქსფორდის უნივერსიტეტის და ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები აფიქსირებდნენ შფოთვის დონეს , როდესაც ადამიანები ეწეოდნენ და მას შემდეგ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, თავი დაენებებინათ სიგარეტის მოწევისათვის. დასაწყისში ხუთმა მწეველმა განაცხადა, რომ სიგარეტი მათ ეხმარებათ სტრესის მდგომარეობის დასაძლევად. ადრე ჩატარებულმა უფრო მასშტაბური გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასეთი პოზიცია გააჩნია ყოველ მეორე მწეველს.


მოხალისეებს შესთავაზეს, გაევლოთ თერაპიის კურსი, რომელიც მიმართული იყო თამბაქოსადმი დამოკიდებულების მდგომარეობის შესამცირებლად. 6 თვის შემდეგ 491 ადამიანიდან 68 ადამიანი აგრძელებდა თამბაქოს გარეშე ცხოვრებას. ამასთან ერთად მათი შფოთვის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.


რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დაანებეს თავი მოწევას, ისინი კიდევ უფრო მეტად განიცდიდნენ სტრესის ზეგავლენას, ვიდრე კვლევის დაწყებისას. მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა: ნიკოტინი არ ადუნებს. ეს მითი გაჩნდა იმის გამო, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ თამბაქოს მიტოვებას, იტანჯებოდნენ მოხსნის სინდრომის განვითარების გამო. შესაბამისად, მოწეული სიგარეტი მათზე ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს. რაც შეხება, ყოველდღიურ სტრესს, მის დაძლევაში სიგარეტი მწველებს არ ეხმარება.


 

http://Medlinks.ru

2013.01.10