ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ჰორმონების დახმარებით შეიძლება შემცირდეს გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების პროცესი


Warning: fopen(pictures/7111.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნა 53-დან 100 წლამდე ასაკის 1837 ქალის ჯანმრთელობა. აღმოჩნდა, რომ საკვერცხეების ქირურგიული წესით მოცილების შემდეგ ხანდაზმულ ასაკში იზრდება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების ალბათობა. ეს ოპერაცია ახალგაზრდა ასაკში ძირითადად ტარდება სიმსივნის გამო. ოპერაციის შედეგად ვითარდება ე.წ. ”ქირურგიული მენოპაუზა”. მენოპაუზის აღნიშნული ტიპი ქონდა გამოკვლეული ქალების დაახლოებით მესამედს.


ქალებს უტარდებოდათ აზროვნებისა და მეხსიერების გამოსაცდელი ტესტი. აღმოჩნდა, რომ ”ქირურგიული მენოპაუზა” ახალგაზრდა ასაკში დაკავშირებული იყო მეხსიერების გარკვეული ტიპის და აზროვნების უნარის უფრო სწრაფ დაქვეითებასთან. ყველაზე მეტად გამოიხატა გაუარესება ხანგრძლივი მეხსიერების მხრივ, რომელიც შეჭიდულია კონცეფციებთან, იდეებთან და რაიმე მოვლენასთან დაკავშირებულ ეპიზოდურ მეხსიერებასთან.


კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი რაილი ბოუვი ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან ასეთ კომენტარს აკეთებს: ”მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში აზრი აქვს ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპიიის დაწყებას. სწორედ ამაზე მეტყველებს ტესტირების მონაცემები. ასეთი თერაპიის ფონზე შესაძლებელი გახდა გონებრივი შესაძლებლობების გაუარესების პროცესის შედარებით შენელება”.


 

http://Meddaily.ru

2013.01.17