ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ხელოვნური განაყოფიერება დაკავშირებულია თრომბების წარმოქმნის გაზრდილ რისკთან


Warning: fopen(pictures/7114.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ორსულობა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით ზოგიერთ შემთხვევაში ზრდის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის,  ასევე ვენური თრომბოემბოლიების განვითარების რისკს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, აღნიშნულია მეცნიერთა ჯგუფის მიერ კაროლინის უნივერსიტეტში (შვედეთი)  ჩატარებული კვლევის შედეგებში.


როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს არანაირად  არ უნდა იქნას განხილული, როგორც ექსტრაკორპორალური განაყოფიერებაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ბევრი წყვილისათვის დღეისათვის უნაყოფობის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობაა. თუმცა ასეთი მეთოდიკით მიღწეული ორსულობის პირველ სამ თვეს ქალმა უნდა შეზღუდოს გულის დაავადებების რისკ-ფაქტორების ზემოქმედება.


შვედი მეცნიერების დასკვნები გამოქვეყნებული იქნა British Medical Journal-ის ბოლო ნომერში განთავსებულ მასშტაბურ სტატიაში. მკვლევარების მიერ ჩატარებული სტატისტიკის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში ოჯახური წყვილების 10%-ს აწუხებს უნაყოფობის პრობლემა, თუმცა 1978 წლიდან მათ გაუჩნდათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით ორსულობის განვითარების  შესაძლებლობა.   ყოველწლიურად ამ მეთოდიკის გამოყენებით იბადება 5მლნ ახალშობილი. თუმცა, თუკი დავუჯერებთ მთელ რიგ კვლევებს, მაშინაც კი, როდესაც ორსული ფეხმძიმდება ბუნებრივი გზით,  შეიძლება ადგილი ქონდეს გარკვეულ რისკს ისეთი გართულებების შესაძლო განვითარების მხრივ, როგორიცაა ფილტვის არტერიის ემბოლია და ვენური თრომბოემბოლია. აღნიშნული რისკები მაღალი არ არის და მედიკოსების მიერ ფასდება, როგორც 1 შემთხვევა ყოველ 1000 ორსულზე, ანუ მხოლოდ 0,1%-ია.


ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შვედეთიდან დაადგინეს, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით მიღწეული ორსულობის დროს  აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკი 4-ჯერ იზრდება პირველ ტრიმესტრში. ამასთან ერთად სხეულის ძირითადი არტერიების დახშობის  რისკი ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში რჩება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ მდგომარეობამ  შეიძლება შეიწიროს დედისა და ნაყოფის სიცოცხლე.


მეცნიერებმა შეადარეს რისკები სტატისტიკური ანგარიშის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 23498 ქალი, რომლებსაც ჩაიტარეს ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და 116960 ქალი, რომლებიც დაფეხმძიმდნენ ბუნებრივი გზით. ქალების საშუალო ასაკი იყო 33 წელი. კვლევა მოიცავდა  პერიოდს 1990-2008 წლებში.


სისხლის თრომბების განვითარება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების  გამოყენების შედეგად აღმოჩნდა გაზრდილი (წელიწადში 4,2/1000 ქალზე, ნაცვლად 2,5/1000ზე - საკონტროლო ჯგუფში). ორსულობის პირველ ტრიმესტრში თრომბების განვითარების რისკი ასევე გაიზარდა (1,5 - ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჯგუფში და 0,3 - საკონტროლო ჯგუფში).  მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს რისკებს შორის განსხვავება ორსულობამდე ან ბავშვის დაბადების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. მედიკოსების დასკვნით, საერთო ჯამში ორივე ჩამოთვლილი მოვლენის მხრივ  რისკი გაიზარდა საშუალოდ 2-3 შემთხვევით ყოველ 1000 ქალზე.


 


 

http://Medlinks.ru

2013.01.18