ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

კენკროვნები იცავენ გულს სხვა ფაქტორების არსებობის მიუხედავად


Warning: fopen(pictures/7118.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

კენკრა, მასში ფლავონოიდების მაღალი შემცველობის გამო,  შავი შოკოლადის, ყურძნის, შავი ღვინის და ბადრიჯნის მსგავსად, გვიცავს გულის დაავადებებისაგან, აფართოვებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის მათ კედლებზე ცხიმოვანი დანალექების დაგროვებას, ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა პროფესორ ერიკ რიმმას ხელმძღვანელობით.


როგორც დაკვირვებამ აჩვენა, იმ ქალებში, რომლებიც  სხვებთან შედარებით მეტ მარწყვს და მოცვს მიირთმევდნენ, 32%-ით ნაკლები იყო გულის შეტევების რიცხვი იმათთან შედარებით, ვინც ამ კენკრას იღებდა თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამასთან, დანარჩენი რაციონი არანაირ მნიშვნელობას არ თამაშობდა. დამტკიცებული იყო, რომ ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, გულის შეტევების სიხშირე ოჯახის სხვა წევრებში, წონა, ფიზიკური ვარჯიშის რეჟიმი, თამბაქოს მოხმარება, კოფეინისა და ალკოჰოლის მიღება ასევე არ თამაშობდა არანაირ როლს.


აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება გამოვლინდა 25-42 წლის ასაკის მქონე 93600 ქალისაგან შემდგარი ჯგუფის გამოკვლევის შედეგად. აღმოჩნდა, რომ  ამ კენკრის აქტიური მოხმარება მხოლოდ ახალგაზრდა ასაკშიც კი, პოზიტიურ ზეგავლენას ახდენდა შემდგომში ჯანმრთელობაზე, აღნიშნავს კვლევის თანაავტორი პროფესორი აედინ კასსიდი.  


 


 

http://Meddaily.ru

2013.01.22