ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ნარკომანია იწვევს შეუქცევად ცვლილებებს პოტენციის მხრივ


Warning: fopen(pictures/7121.gif) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

ნარკომანია ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებზე მას შემდეგაც კი, რაოდესაც ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში უარს ამბობს  ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების  მოხმარებაზე, ნათქვამია ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მასალებში.


ეს დასკვნა  არ ეთანხმება აქამდე ჩატარებული მთელი რიგი კვლევების შედეგებს, სადაც დამტკიცებული იყო, რომ ნარკომანები განიცდიან სექსუალური ფუნქციების სწრაფად აღდგენას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების უკვე სამკვირიანი აკრძალვის შემდეგ.


კვლევაში ჩართული იყო სხვადასხვა ასაკის 905 მამაკაცი, რომელთაგანაც 505-ს წარსულში ქონდა კოკაინზე, ჰეროინზე, მარიხუანაზე და ე.წ. Speedball-ის ტიპის ნარკოტიკზე (კოკაინისა და ჰეროინის ნარევი) დამოკიდებულების ანამნეზი. დანარჩენი 355 ადამიანი შეადგენდა საკონტროლო ჯგუფს. ესენი  იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ მიუღიათ ნარკოტიკები და  მათი პოტენციის მაჩვენებელი ფასდებოდა, როგორც საშუალო. მეცნიერები მამაკაცების პოტენციას აფასებდნენ ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: სექსუალური ლტოლვა, სექსუალური კმაყოფილება, სექსუალური აგზნება და ორგაზმის სიძლიერე.  კვლევამ აჩვენა, რომ ტესტურ ჯგუფში აღინიშნა ამ ოთხივე კრიტერიუმის მაჩვენებლების დაქვეითება საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ამასთან,  სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკები გამოირჩეოდნენ ორგანიზმზე პრინციპულად განსხვავებული ზემოქმედებით.


მაგალითად, კოკაინი თრგუნავდა სექსუალურ კმაყოფილებას, თუმცა ხანმოკლე დროით იწვევდა სექსუალურ ლტოლვის  სტიმულირებას. ჰეროინის ხანგრძლივი დროით აკრძალვისას ითრგუნებოდა როგორც  სექსუალური ლტოლვა, ასევე კმაყოფილება. სხვა სიტყვებით, ჰეროინს შეუძლია დასაწყისში რამდენიმეჯერ გამოიწვიოს ერექციის გაუმჯობესება, მაგრამ მოგვიანებით მამაკაცი ვეღარ შეძლებს მის შენარჩუნებას ნარკოტიკის მოხმარების გარეშე. ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, პრაქტიკულად ყველა ნარკოტიკი ამცირებს აგზნების ძალას 30%-თ ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით.


ამასთან ერთად, რაც უფრო დიდხანს აქვს ადამიანს ნარკოტიკზე დამოკიდებულება, მით უფრო უარესია მისი ერექცია. თუმცა აღნიშნული კვლევების პრინციპულად ახალ აღმოჩენად იქცა ის, რომ ყოფილი ნარკომანების პოტენცია არასდროს არ აღდგება სრულად. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მყარად გადაწყვეტს  და მიატოვებს ნარკოტიკების მოხმარებას და დაიწყებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას,   მისი მამაკაცური ძალა მაინც არ იქნება ისეთი, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ არასდროს გაესინჯა ნარკოტიკები. საბოლოო ჯამში, ყოფილი ნარკომანები ტრადიციულად ბევრად უფრო ადრე იგრძნობენ იმპოტენციის პირველ ნიშნებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც არ იღებდნენ ნარკოტიკულ პრეპარატებს.


 


 

http://Medlinks.ru

2013.01.23