ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

აუტიზმის რისკის წინასწარ განსაზღვრა რეალურადაა შესაძლებელი ორსულის სისხლის მიხედვით


Warning: fopen(pictures/7130.jpg) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

თუ ორსულობის დასაწყისში დედის ორგანიზმში აღინიშნებოდა ანთება (მომატებული იყო С-რეაქტიული ცილის მაჩვენებელი) მაშინ შეიძლება დაიბადოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ როდესაც ამ ცილის დონე იყო ანთების შესაფასებელი შკალის ზედა 20%-ის ფარგლებში, აუტიზმის რისკი იზრდებოდა 43%-ით, ხოლო თუკი ის ზედა 10%-ის საზღვრებში იყო, მაშინ რისკი იზრდებოდა თითქმის 80%-ით.


როგორც ალან ბრაუნი (ქირურგიისა და საექიმო საქმის კოლეჯი, კოლუმბიის უნივერსიტეტი) ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დედა, რომელსაც, ასე თუ ისე, ქონდა ანთება, გააჩენს აუტიზმით დაავადებულ ბავშვს. მაგრამ შესაძლოა, პერპექტივაში ზ.ა. აღმოჩენა საფუძვლად დაედოს ამ ცილის გამოყენებით სკრინინგის პროგრამის შემუშავებას.


ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ანთება, ვინაიდან ის პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს მომავალი ბავშვის თავის ტვინზე. ეს დასკვნები გაკეთდა ექსპერტის მიერ 810 000 ქალის მონაცემების შესწავლის და აუტიზმის 677 შემთხვევის განხილვის შედეგად (ისინი შეადარეს იგივე რაოდენობის ჯანმრთელ ბავშვებს).


ბრაუნი აღიარებს, რომ აუტიზმის შესწავლა იოლი საქმე არ არის. რისკზე მოქმედებს მრავალი გვერდითი ფაქტორი. უფრო მეტიც, აუტისტური სპექტრის ნიშნები თვალსაჩინოდ არ ვლინდება დაბადებისთანავე. როგორც ჩანს, გადახრები შესამჩნევი ხდება მაშინ, როდესაც უკვე უნდა განვითარდეს განსაზღვრული ტვინოვანი ფუნქციები, მაგალითად მეტყველების ჩვევა.


 

http://Meddaily.ru

2013.01.25