ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

დილით ვარჯიში უფრო ეფექტურია წონაში დაკლების თვალსაზრისით


Warning: fopen(pictures/7136.gif) [function.fopen]: failed to open stream: No such file or directory in /home/pfhorgge/addonweb/medportal.ge/html/newsarch.php on line 119

თუ ადამიანი ივარჯიშებს დილით საკვების მიღებამდე, 20%-ით მეტი ცხიმები დაიწვება, ვიდრე დღის განმავლობაში, იგივე ხანგრძლივობით ვარჯიშის შემთხვევაში, ამტკიცებენ მეცნიერები ნორტუმბრიის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).


კვლევაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა British Journal of Nutrition-ის ონლაინ გამოშვებაში, ბრიტანელმა სპეციალისტები ცდილობდნენ გამოერკვიათ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს შეხედულება, თითქოს უზმოზე ვარჯიშის სარგებლიანობა ბათილდება მადის გაძლიერების და, შესაბამისად, საუზმის დროს მეტი კალორიების მიღების გამო.


კვლევის ავტორმა დოქტორმა ემა სტივენსონმა (Emma Stevenson) კოლეგებთან ერთად სთხოვა 12 ფიზიკურად აქტიურ მამაკაცს, ევარჯიშათ სარბენ ბილიკზე დილის 10 საათზე უზმოდ ან საუზმის შემდეგ. ვარჯიშის შემდეგ კვლევის მონაწილეებს ძალების აღსადგენად ასმევდნენ შოკოლადის კოქტეილს. უფრო მოგვიანებით, იმავე დღეს მოხალისეები სადილობდნენ პასტით, რომელსაც იღებდნენ იმ რაოდენობით, რომ თითოეულს თავი ეგრძნო საკმარისად დანაყრებულად. ეს მეცნიერებს საშუალებას აძლევდა, შეედარებინათ ერთმანეთისათვის დილით ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგიის რაოდენობა იმ კალორიებთან, რომელიც შემდგომში დასჭირდათ კვლევის მონაწილეებს სადილის სახით მისაღებად.


შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც დილით ვარჯიშობდა, დღის განმავლობაში არ მოიხმარდა დამატებით კალორიებს და არ გრძნობდა მადის მოზღვავებას სადილის დროს. სხვა სიტყვებით, მათი ორგანიზმი არ საჭიროებდა დილის აქტივობის კომპენსირებას, რის გამოც ისინი კარგავდნენ 20%-ით მეტ ცხიმოვან ქსოვილს იმათთან შედარებით, ვინც ნასაუზმევს ვარჯიშობდა.


ექსპერტების მიერ მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ უზმოდ შესრულებული ვარჯიში უფრო ეფექტურია ცხიმებისაგან გათავისუფლების თვალსაზრისით.
მეცნიერები ოფიციალურ ანგარიშში წერენ: ” იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ ჭარბი ცხიმისაგან, საჭიროა დაიწვას მეტი კალორია, ვიდრე ვღებულობთ. რაც უფრო მეტია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ეფექტურია ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში დილით ადრე, უზმოზე ზრდის დახარჯული ენერგიის რაოდენობას, რომლის უმეტესი ნაწილი იხარჯება კანქვეშა ცხიმების წვის ხარჯზ. ამიტომაც ასეთი ვარჯიშის სარგებლიანობა თვალსაჩინოა”.


ამასთან ჩვენს მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ დილით, საკვების მიღებამდე ფიზიკური ვარჯიში არ მოქმედებს მადაზე და არ იწვევს შედარებით მეტად ცხიმიანი საკვები პროდუქტების არჩევას, ასევე არ უღვიძებს მოვარჯიშეს სურვილს, ეძიოს დამატებითი სასუსნავი”.


 


 

http://Medlinks.ru

2013.01.29