ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გვიანი სადილი ანელებს ნივთიერებათა ცვლას

საკვების მიღების დრო კრიტიკულად მნიშვნელოვნია. ეს აჩვენა 420 ადამიანის გამოკვლევამ, რომლებიც მონაწილობდნენ წონაში დაკლების 20-კვირიან პროგრამაში. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო გვიან ჭამს ადამიანი, მით უფრო ნელა კარგავს ის ზედმეტ კილოგრამებს.


ბრიგემის ქალთა ჰოსპიტლის სამედიცინო ქრონობიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ფრანკ შიირი განმარტავს: კვლევის მონაწილეთა 51% სადილობდა 3 საათამდე, დანარჩენი 49% - უფრო გვიან. ორივე ჯგუფში თანაბარი იყო მოხმარებული ენერგიის და საკვები ნივთიერებების რაოდენობა, ასევე დახარჯული კალორიები, მადის ჰორმონების კონცენტრაცია და ძილის ხანგრძლივობა. თუმცა მეორე ჯგუფი უფრო ხშირად იღებდა ენერგეტიკულად ნაკლებად დატვირთულ საუზმეს, ზოგჯერ კი საერთოდ უარს აცხადებდა საუზმის მიღებაზე. ძირითადი ”დატვირთვა” მოდიოდა დღის მეორე ნახევარზე. ”ღამურები” უფრო ხშირად ფხიზლობდნენ ღამის საათებში და დაგვიანებით დგებოდნენ დილით. დროს კი მთავარი როლი უკავია მეტაბოლიზმის თვალსაზრისით.


ცვლილება ქრონოტიპებში (”ბულბული” - ”ღამურა”), ასევე გენეტიკურ საფუძველში და ცირკადული რიტმების სისტემის მუშაობაში შეიძლება დავუკავშიროთ ორგამიზმში მიმდინარე ცვლით პროცესებს. ცნობილია, რომ ცხიმოვან ქსოვილს თავისი საკუთარი ”შინაგანი საათი” აქვს. შესაბამისად, საკვების მიღების დრო (განსაკუთრებით ეს ეხება კალორიულ საკვებს) კავშირშია წონის კლებასთან.


უფრო ადრე ამერიკელმა სპეციალისტებმა უკვე დამტკიცეს, რომ საკვების მიღება საღამოს 8 საათის შემდეგ, ძილის მიუხედავად, დაკავშირებულია სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან. ეს ასევე ამცირებდა ინსულინისადმი მგრძნობელობას. აღნიშნული ფაქტი ხსნის, თუ რატომ ააქვს ღამის ცვლებში მომუშავეთა უმეტესობას ჭარბი წონა.


 

http://Meddaily.ru

2013.09.13