ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

შეხვედრა იაშვილის კლინიკის თურქ ინვესტორებთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე და ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ ძიმისტარიშვილი შპს „ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" ახალ მფლობელებს აზმი ოფლუოღლუს, კურშატ დარჩინს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე იაშვილის კლინიკის თურქმა ინვესტორებმა სამინისტროს წარმომადგენლებს თავიანთი კომპანია გააცნეს და მის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

• დღესვე, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა „ავანტე ჰოსპიტალ გრუპის" სამედიცინო პერსონალსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროს კახა ძიმისტარიშვილს შორის. კახა ძიმისტარიშვილის თქმით, - ამჟამად მინისტრის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს არსებულ ვითარებას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რომლის შედეგებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


• თურქ ინვესტორთან შეხვედრის ამსახველი სრული ვიდეო მასალა ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-ზე და ვებგვერდზე ოდნავ მოგვიანებით განთავსდება.


 

http://www.moh.gov.ge

2013.09.13