ტერმინები და განმარტებები |
|
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ჩ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
|
დასახელება |
აღწერილობა |
აბრევიატურა |
აბაზია |
სიარულის უნარის დაკარგვა |
|
აბდომინოსკოპია |
სპეციალური ხელსაწყოთი - აბდომინოსკოპით მუცლის ღრუს დათვალიერების მეთოდი |
|
აბდუქცია |
კიდურის განზიდვა სხეულის შუა სიბრტყიდან |
|
აბერაცია |
მორფოლოგიასა და ფიზიოლოგიაში - აგებულებისა და ფუნქციის ყოველგვარი გადახრა, იხმარება ნორმისაგან ინდივიდუალური განსხვავებულობის აღსანიშნავად; გენეტიკაში - იგივეა, რაც ქრომოსომების სტრუქტურული გარდაქმნა |
|
აბიოზი |
ორგანიზმის რომელიმე სისტემის ან ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება |
|
აბლეფარია |
ქუთუთოების უქონლობა (იშვიათი სიმახინჯე) |
|
აბლეფსია |
მხედველობის დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში |
|
აბორტი |
ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე |
|
აბრაზია |
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა სამკურნალო მიზნით |
|
აბრაქია |
უხელობა - ორივე ზედა კიდურის თანდაყოლილი უქონლობა, სიმახინჯე |
|
აბსტინენცია |
განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც უვითარდება ალკოჰოლიკებს,მორფინისტებს და სხვ. ჩვეული ნარკოტიკების მიღების ერთბაშად შეწყვეტის შემდეგ |
|
აბსცესი, ჩირქგროვა |
შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება. ვითარდება ორგანიზმში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან რომელიმე დაავადების გართულების შედეგად. |
|
აბულია |
ნებისყოფის ავადმყოფური შესუსტება ან სრული დაკარგვა: ინტერესების, ინიციატივისა და აქტივობის მკვეთრი დაქვეითება |
|
აგალაქტია |
სარძევე ჯირკვლებში რძის სრული უქონლობა |
|
აგამაგლობულინემია |
იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ახასიათებს სისხლის შრატში გამა - გლობულინის მკვეთრი შემცირება ან სრული უქონლობა და სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციისადმი ორგანიზმის მომატებული ამთვისებლობა |
|
აგასტრული ანემია |
ავთვისებიანი ანემიის მსგავსი ანემია. აღინიშნება კუჭის ვრცელი რეზექციის ან მთლიანად ამოკვეთის შემდეგ |
|
აგევზია |
გემოს დაკარგვა, გემოს შეგრძნების მოშლა |
|
აგენეზია |
სხეულის ზოგიერთი ნაწილის ან ორგანოს თანდაყოლილი უქონლობა ან მათი განუვითარებლობა |
|
აგლობულია |
სისხლის ბურთულების რაოდენობის საგრძნობლად შემცირება |
|
აგლოსია |
1. ენის თანდაყოლილი უქონლობა;
2. მეტყველების მოშლა, სიმუნჯე. |
|
აგლუტინაცია |
შეწებება - სისხლში შეწონილი ბაქტერიების, სისხლის ფორმიანი ელემენტების (განსაკუთრებით წითელი ბურთულების) და სხვათა გუნდებად შეწებება და დალექვა. აგლუტინაციას იწვევს განსაკუთრებული ნივთიერებები-აგლუტინინები (სპეციფიკური ანტისხეულები), რომლებიც გროვება ადამიანებისა და ცხოველების სისხლში ინფექციურ დაავადებათა და იმუნიზაციის შედეგად. აგლუტინაციის რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი ინფექციური დაავადების (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი და სხვ.) დიაგნოსტიკისათვის, სისხლის ჯგუფების დასადგენად, მიკრობთა სახეობისა და ტიპების დიფერენცირებისათვის და სხვ. |
|
აგლუტინინები |
აგლუტინაციის გამომწვევი სპეციფიკური ნივთიერებანი |
|
აგნათია |
ქვედა ყბის თანდაყოლილი უქონლობა, უყბობა |
|
აგნოზია |
საგანთა, პირთა და მოვლენათა ცნობის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა |
|
აგონია |
სიკვდილისწინა მდგომარეობა. შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს ან საათს. აგონიის ნიშნები: გონების დაკარგვა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების შეწყვეტა, გაძნელებული სუნთქვა, ხროტინი, კრუნჩხვა, თვალის რქოვანას შემღვრევა, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევა. |
|
აგორაფობია |
გაშლილი სივრცის, მოედნის, დაცარიელებული ქუჩების შიში |
|
აგრავაცია |
დამძიმება, გაუარესება - ავადმყოფის მიერ ავადმყოფური მდგომარეობის ან დაავადების ცალკეული სიმპტომის გაზვიადება |
|
აგრანულოციტი |
სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომელთა ციტოპლაზმა არ შეიცავს მარცვლებს |
|
აგრანულოციტოზი |
პერიფერიულ სისხლსა და სისხლმბად ორგანოებში მარცვლოვანი ლეიკოციტების მკვეთრი შემცირება ან სრული გაქრობა |
|
აგრაფია |
წერის უნარის მოშლა ან სრული დაკარგვა. ხშირად დაერთვის აფაზიას. აღინიშნება თავის ტვინის ქერქის ზოგიერთი უბნის დაზიანების დროს. |
|
აგრიპნია |
უძილობა, ხშირია როგორც ფსიქოზის, ისე ნევროზისა და სხვა დაავადებების დროს |
|
ადამანტინომა |
ყბის სიმსივნე, რომელიც ვითარდება კბილიდან |
|
ადაქტილია |
უთითობა, თითების უქონლობა (სიმახინჯე) |
|
ადენიტი |
ლიმფური კვანძის ანთება (მოძვ.) იხ. ლიმფადენიტი |
|
ადენოვირუსები |
ვირუსების დიდი ჯგუფი. აღმოჩენილია ადამიანის ადენოიდების და ნუშურების უჯრედებში, სადაც ადენოვირუსები ხშირად უმოქმედო მდგომარეობაშია. იწვევს სასუნთქი გზების კატარს, კონიუნქტივიტს, ენტეროკოლიტს, ატიპურ პნევმონიას და სხვ. |
|
ადენოიდები |
ცხვირ-ხახის ლიმფოიდური ქსოვილის პათოლოგიური ზრდა. უმეტესად ავადდებიან 4-10 წლამდე ასაკის ბავშვები. ავადმყოფებს ცხვირით სუნთქვა უჭირთ და პირი მუდმივად ღია აქვთ. |
|
ადენოიდური ქსოვილი |
შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომლისგანაც შედგება ლიმფური კვანძები და ნუშურები |
|
ადენოკარცინომა |
ჯირკვლოვანი ქსოვილიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე. ვითარდება ყველა ჯირკვლოვან ორგანოში (კუჭში, ნაწლავებში, საკვერცხეებში და სხვ.). |
|
ადენომა |
ინკაფსულირებული, მომრგვალო ფორმის კეთილთვისებიანი ჯირკვლოვანი სიმსივნე. ზოგჯერ გადაგვარდება ავთვისებიან სიმსივნედ. |
|
ადენომიომა |
ჯირკვლოვანი და გლუვკუნთოვანი ქსოვილისგან შედგენილი სიმსივნე |
|
ადენოპათია |
ლიმფური კვანძების დაავადება |
|
ადინამია |
ძალის დაკარგვა, ძლიერი სისუსტე |
|
ადისონ-ბირმერის დაავადება |
იწვევს ორგანიზმში B12 ვიტამინის ნაკლებობა. ამ ანემიის მიზეზია კუჭში გასტრომუკოპროტეინის გამომუშავების დარღვევა, რის გამოც B12 ვიტამინი არ იწოვება ნაწლავებში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა B12 ვიტამინი |
|
ადისონიზმი |
სიმპტომოკომპლექსი, რომელიც ძლიერ წააგავს ადისონის დაავადებას, ახასიათებს კანის მუქი პიგმენტაცია, სხეულის მასისა და ძალის დაკარგვა |
|
ადისონის დაავადება |
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ქრონიკული უკმარისობა. ადისონის დაავადების ნიშნებია: საერთო სისუსტე, წონაში დაკლება, უმადობა, გულისრევა, ღებინება, სისხლის წნევის დაცემა, ნახშირწყლებისა და ცილოვანი ცვლის დარღვევა. დამახასიათებელი სიმპტომია მუქი ლაქები ლორწოვან გარსზე და კანის ბრინჯაოსფრად შეფერვა. |
|
ადიფსია |
წყურვილის გრძნობის უქონლობა |
|
ადნექსიტი |
საშვილოსნოს დანამატების ანთება |
|
ადრენალინი |
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ჰორმონი. სისხლში მოხვედრისას ადრენალინი აძლიერებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის ათვისების უნარს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ავიწროვებს წვრილ პერიფერიულ სისხლძარღვთა და მაღლა სწევს სისხლის წნევას,აძლიერებს და ახშირებს გულისცემას, აჩქარებს სუნთქვას, ანელებს ნაწლავთა პერისტალტიკას, ადუნებს ბრონქის კუნთებს, აფართოვებს გუგას და სხვ. |
|
ადრეული ასაკის ბავშვი |
ბავშვი 12 თვიდან 3 წლამდე
|
|
ადუქცია |
კიდურის მოზიდვა სხეულის შუა სიბრტყესთან |
|