ოთარ გერზმავა


მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, უწყვეტი სამედიცინო განათლების ცენტრის უფროსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის კათედრის პროფესორი.


საკონტაქტო ინფორმაცია:
თსსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და
 ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრა
 ქ.თბილისი (380077), მ.ასათიანის ქ.3
 ტელ.: 394922
 
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი
ქ.თბილისი (380077), ივ.ჯავახიშვილის ქ.51
ტელ.: 956680
ელ-ფოსტა: otar@nilc.org.ge

დაიბადა 1948 წელს ქ.თბილისში. 1974 წელს დაამთავრა ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ხანდაზმულ პირთა კომპლექსური სოციალურ-ჰიგიენური შესწავლის შედეგები.”
1996 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ძირითადი ინდიკატორების შეფასების შედეგები”.
1994 წელს გაიარა სასწავლო კურსი ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკის (ნიუ-იორკი), ხოლო 1995 წელს - სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის შესახებ (ოსლო).
 
1974-1979 წლებში მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად საქართველოს სოციალური გერონტოლოგიის ცენტრში. 1980-1981 წლებში იგი იყო საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სამართველოს უფროსი, შემდეგ 1982-1985წწ. - პარტიის ცენტრალური კომიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს ინსტრუქტორი, ხოლო 1985-1989წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1989-1995 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კათედრის გამგედ. 1995 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის გამგე. 1996-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1998 წლიდან არის უწყვეტი სამედიცინო განათლების ცენტრის უფროსი და ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორის მოადგილე.
 
ოთარ გერზმავა იყო სსრკ გერონტოლოგიისა და გერიატრიის საზოგადოებისა (1988-1991წწ.) და სსრკ წითელი ჯვრის საზოგადოების (1983-1991წ.) აღმასრულებელი კომიტეტების წევრი. ამჟამად არის საქართველოს გერონტოლოგიისა და გერიატრიის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტისა (1984წ.) და ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს (1989წ.) წევრი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (1989წ.), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საზოგადოების თავმჯდომარე (1989წ.), ნატურალური მედიცინის ინტერნაციონალური საზოგადოების ("Kokusay Sizen Igakukai", იაპონია, 1990წ.) საპატიო წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა საზოგადოების (1990წ.),  ჟურნალების: "Georgian Medical News" (2000წ.) და - "Journal of Health Sciences and Management" (2001წ.) სარედაქციო საბჭოების წევრი, 2000 წლიდან - სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრირებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პედაგოგთა გაერთიანებული საბჭოს წევრი. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის არასამთავრობო ორგანიზაციისა (1999-2001წწ.) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყირიმის ინტეგრაციისა და განვითარების პროგრამის (2001წ.) საერთაშორისო კონსულტაციებში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მონაწილე.
 
გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის ორგანიზაცია, გერონტოლოგოა-გერიატრია, მედიცინის ისტორია, ბიოეთიკა) საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალებში, არის 7 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის ორგანიზაცია), მრავალი მეთოდური რეკომენდაციებისა და წერილების ავტორი.
 
ოთარ გერზმავა დაჯილდოებულია: სსრკ მთავრობის ორდენით სასომხეთში  მიწისძვრის დროს გამოჩენილი სიმამაცისათვის (1991წ.), საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის საპატიო ჯილდოთი სამედიცინო დემოგრაფიასა და სოციალურ გერონტოლოგიაში ჩატარებული კვლევებისათვის (1991წ.), ღირსების ორდენით (2001წ.).