ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
პაროდონტოზი, დისტროფიული პაროდონტოპათია, ალვეოლური პიორეა
კბილის ირგვლივი ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება, აზიანებს ყბა-კბილთა სისტემას. ამ დაავადების დროს სრულიად ჯანმრთელი, დაუზიანებელი კბილები კარგავს მდგრადობას, შიშვლდება.
პარონიქია
ფრჩხილის ახლომდებარე რბილი ქსოვილების ჩირქოვანი დაავადება.
პაროტიტი
ყბა-ყურის სანერწყვე ჯირკვლის ანთება.
პარსპირაცია
კანის სუნთქვა, კანის გზით აირებისა და ორთქლის გამოყოფა.
პარტუსი, მშობიარობა
ფიზიოლოგიური აქტი, დედის სხეულიდან მომწიფებული ნაყოფისა და მომყოლის გამოდევნა საშოს გზით.
პასტერიზაცია
ორგანული სითხეების (მაგ. რძის, ხილის წვენების და სხვ.) გაცხელება (55-70 გრადუსამდე) იმდენად, რომ მასში დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნებული იქნეს გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო თვისებები.
პასტოზურობა
ცომისებურობა.
პაქიდერმია
კანისა და ლორწოვანი გარსის პათოლოგიური მდგომარეობა, გამოიხატება მათი მკვეთრი გასქელებითა და გამკვრივებით.
პაქიმენინგიტი
თავის ან ზურგის ტვინის მაგარი გარსის ანთება.
პაციენტი
ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით
პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი
მშობელი, თუ პაციენტის ასაკი არ აღემატება 16 წელს, პაციენტის მეურვე ან მზრუნველი
პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი
პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი
პაციენტის ნათესავი
პაციენტის მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა, პაპა და ბებია, შვილიშვილი ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, ან პაციენტთან მუდმივად მცხოვრები პირი
პაციენტის ნათესავი
პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში
პედიატრია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ბავშვთა დაავადებებსა და მათ მკურნალობას.
პედიკულოზი
ტილიანობა
პედოფილია
სქესობრივი ლტოლვა ბავშვებისადმი: სქესობრივი გარყვნილების ერთ-ერთი ფორმა.
პელაგრა
დაავადება, რომელსაც იწვევს საკვებში PP ვიტამინის (ნიკოტინის მჟავა) ნაკლებობა; დამახასიათებელია კანისა და კუჭ-ნაწლავის დაზიანება, ფსიქიკური აშლილობა და სხვ.
პელვიმეტრია
ქალის მენჯის გაზომვა (მშობიარობის პროგნოზის მიზნით).
პემფიგუსი
მძიმე დერმატოზი ცუდი პროგნოზით ხანშიშესულებში. დამახასიათებელია კანსა და ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, მწვავე მიმდინარეობის დროს მაღალი ტემპერატურა, მძიმე საერთო მდგომარეობა.
პენისი
მამაკაცის სასქესო ორგანო, გამოყოფს შარდს მოშარდვისას და თესლს - სქესობრივი აქტის დროს.
პენიცილინი
სამკურნალო პრეპარატი, ანტიბიოტიკი, რომელსაც ღებულობენ ობის სოკოს ზოგიერთი სახეობისგან; იხმარება უმთავრესად ჩირქოვან-სეფსისური დაავადებების სამკურნალოდ.
პერიადენიტი
ჯირკვლის კაფსულისა და ირგვლივი ქსოვილის ანთება.
პერიართრიტი
სახსრის ირგვლივი ქსოვილის ანთება.
პერიარტერიიტი
არტერიის გარეთა გარსის ანთება.
პერიკარდიტი
გულის პერანგის ანთება.
პერიკარდიუმი, გულის პერანგი
დახშული პარკისებრი წარმონაქმნი გულის გარშემო, შედგება გარეთა ფიბროზული და შიგნითა სეროზული შრისაგან.
პერიმეტრიტი
საშვილოსნოს სეროზული გარსის ანთება.
პერინეფრიტი
თირკმლის ფიბროზული კაფსულის ანთება.
პერიოდონტი, პერიცემენტი
კბილის რბილი ქსოვილი ალვეოლასა და ფესვს შორის.
პერიოსტეუმი, ძვლისაზრდელა
ძვლის გარეთა მფარავი მოთეთრო გარსი. შედგება ორი შრისგან: გარეთა ფიბროზული და შიგნითა, ე.წ. ოსტეოგენური - ძვლის წარმომქმნელი.
პერიოსტიტი
ძვლისაზრდელას ანთება.
პერისტალტიკა
ღრუ ორგანოთა (კუჭის, ნაწლავების და მისთ.) კედლების ტალღისებრი რიტმული შეკუმშვა-მოდუნება.
პერიცემენტი
კბილის რბილი ქსოვილი ალვეოლასა და ფესვს შორის.
პერკუსია
ავადმყოფის გასინჯვა სხეულზე თითების ან სპეციალური ჩაქუჩის კაკუნით; გამოცემული ხმის ხასიათით ექიმი არკვევს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას.
პერკუტანო
დაუზიანებელ კანში შეყვანით.
პერნიციოზული
სასიკვდილო, დამღუპველი, ავთვისებიანი (მალარია, ანემია).
პერნიციოზული ანემია
იწვევს ორგანიზმში B12 ვიტამინის ნაკლებობა. ამ ანემიის მიზეზია კუჭში გასტრომუკოპროტეინის გამომუშავების დარღვევა, რის გამოც B12 ვიტამინი არ იწოვება ნაწლავებში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა B12 ვიტამინი
პერფორაცია
რაიმე ორგანოს (მაგ. კუჭის, საშვილოსნოს) კედლის გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა.
პერფუზია
სისხლის (ან სისხლშემცველი ხსნარის) ხანგრძლივი შეყვანა ან გატარება სხეულის რომელიმე ღრუში, უმეტესად ორგანოს, სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის სისხლძარღვებში.
პერცეპცია, აღქმა
ობიექტური სამყაროს, სინამდვილის ასახვა; გრძნობათა ორგანოების საშუალებით აღქმა.
პეტექიები
წინწკლოვანი სისხლჩაქცევები, უფრო ხშირად კანზე.
პეტრიფიკაცია, გაკირვა
ქსოვილების ინფილტრაცია კალციუმის მარილებით.
პეფსინი
კუჭის წვენის ფერმენტი, რომელიც საჭმლის მონელებისას შლის ცილას.
პიართროზი
სახსრის დაჩირქება.
პიგმენტაცია
ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილთა და ორგანოთა შეფერვა მათში ფერად ნივთიერებათა - პიგმენტების დაგროვების შედეგად.
პიგმენტური ქსეროდერმა
კანის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, ვლინდება ბავშვობის ასაკში და მეტწილად რამდენიმე წელიწადში თავდება სიკვდილით. ახასიათებს გაფანტული პიგმენტური ლაქები, კანის შეჭმუხნა და დაწყლულება, უმთავრესად მზით დასხივებულ არეებში, მეჭეჭოვანი და კერატოზული პროცესების საკმაოდ სწრაფი გარდაქმნა ავთვისებიან სიმსივნედ.
პიგმენტური ციროზი, ჰემოქრომატოზი, ბრინჯაოს დიაბეტი
ორგანიზმში რკინის ცვლის მოშლით განპირობებული დაავადება. ახასიათებს კანის ინტენსიური შეფერვა რკინის შემცველი პიგმენტის ჰემოსიდერინის გაძლიერებული დაგროვების შედეგად. ხშირად გვხვდება ღვიძლის ჰიპერტროფიულ ციროზთან და გლუკოზურიასთან ერთად.
პიელიტი
ბაქტერიული ინფექციის შედეგად თირკმლის მენჯის ანთება; იწვევს სისხლის ან ლიმფის გზით შეჭრილი ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვ. ინფექცია შეიძლება შეიჭრეს აღმავალი გზითაც - შარდის ბუშტიდან ან შარდსაწვეთიდან. კლინიკურად მწვავე პიელიტისთვის დამახასიათებელია შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, ტკივილი წელის მიდამოში, შარდში ცილა, ლეიკოციტები, ბრტყელი ეპიტელიუმი და სხვ.
პიელონეფრიტი
თირკმლის პარენქიმისა და თირკმლის მენჯის ანთება.
<< Previous  13  4 Next >>